სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსლები[4][5] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (დიდი დმანისის თემი),[6] მდებარეობს დმანისის პლატოზე. მდინარე კაკლიანის (მდინარე მაშავერის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1020 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 667 კაცი.[7]
სოფელი | |
---|---|
ბოსლები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | დიდი დმანისი |
კოორდინატები | 41°21′20″ ჩ. გ. 44°18′10″ ა. გ. |
მოსახლეობა | 397 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96 %, სომხები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1702[3] |
მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიასა“ და იოანე ბატონიშვილის 1794-1799 წლების „ქართლ-კახეთის აღწერაში“. სოფელს იცნობდა ი. გიულდენშტენდტიც. სოფლის სახელწოდება „ბოსლები“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Бослеби“ სახით.
სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ბოსლების სამების ეკლესია, რომელიც არქიტექტურული ფორმებითა და ჩუქურთმებით XIII საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ორ საფეხურად განლაგებულ ცოკოლზე აღმართულ დარბაზული ტიპის ერთნავიან ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ეგვტერი, რომელსაც შესასვლელი კარი დასავლეთის მხრიდან აქვს, მეორე კარით კი ეკლესიასთან არის დაკავშირებული. ძეგლი დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელი. შენობა შიგნით და გარედან შემოსილი იყო მომწვანო ფერის სუფთად გათლილი ქვის პერანგით. ნათდებოდა ხუთი სარკმელით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია აჟურულთაღებიანი სამკუთხა ნიშები, სარკმლებს ჩუქურთმებიანი საპირეები ამკობდა. მოგვიანებით ეკლესია შეულესავთ და მოუხატავთ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.