![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ბჟედუხი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბაკყარეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბჟედუხი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე.[1] სიმაღლე ზღვის დონიდან 4373 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კოშკებად ასვეტილი, თოვლით დაფარული ციცაბო კლდეები მწვერვალს ძნელად ასავლელს ხდის. ბჟედუხზე ასვლა სჯობს ჩრდილოეთის მხრიდან — ადილსუს ხეობიდან კაშკატაშის მყინვარით, ხოლო სამხრეთიდან ჭალაათისა და ლეხზირის მყინვარებიდან.[2]
სწრაფი ფაქტები ბჟედუხი ...
ბჟედუხი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′20″ ჩ. გ. 42°41′43″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4373 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
დახურვა