ბუდისტური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუდისტური სამზარეულო - აზიური სამზარეულო, რომელსაც მისდევენ ბერები და მრავალი მორწმუნე სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც ისტორიულად განიცდიან მაჰაიას ბუდიზმის გავლენას. ეს არის ვეგეტარიანული ან ვეგანური სამზარეულო და ეფუძნება აჰიმსას(არაძალადობრივი) კონცეფციას. ვეგეტარიანელობა გავრცელებულია დჰარმის სხვა რწმენებშიც, როგორიცაა ინდუიზმი, ჯაინიზმი და სიქიზმი, ისევე როგორც აღმოსავლეთ აზიის რელიგიები, როგორიცაა დაოსიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ბერები და მორწმუნეთა უმცირესობა ვეგეტარიანელები არიან მთელი წლის განმავლობაში, მრავალი მორწმუნე იცავს ბუდისტურ ვეგეტარიანულ დიეტას მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის.
"ბუდისტური საჭმლის", როგორც მკაფიო სამზარეულოს ქვე-სტილის წარმოშობა დაკავშირებულია მონასტრებთან, სადაც საზოგადოების ერთ წევრს ევალებოდა ყოფილიყო მთავარი მზარეული და მოემზადებინა საჭმელები, რომლებიც პატივს მიაგებდა ბუდისტური წესების დაცვას. ტაძრები, რომლებიც ღიაა ფართო საზოგადოებისა და სტუმრებისთვის, შეიძლება ასევე ატარებდეს სადილს და მათ შორის რამდენიმე ტაძარი ეფექტურად მართავს მოქმედ რესტორნებს სარიტუალო შენობაში. იაპონიაში ეს პრაქტიკა საყოველთაოდ ცნობილია როგორც shōjin ryōri (იაპონ. 精進料理 shōjin ryōri?, devotion cuisine) და გამოიყენება მრავალ ტაძარში, განსაკუთრებით კიოტოში. თანამედროვე დროში, კომერციული რესტორნებიც შეუერთდნენ ამგვარ სტილს.