გენდერული თანასწორობა
From Wikipedia, the free encyclopedia
გენდერული თანასწორობა — ცნობილი როგორც სქესობრივი თანასწორობა ან სქესთა თანასწორობა, წარმოადგენს სქესის მიუხედავად რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას, მათ შორის ეკონომიკურ ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსხვავებული ქცევის, მისწრაფებების და საჭიროებების თანაბრად დაფასებას.
გენდერული თანასწორობა არის მიზანი, ხოლო გენდერული ნეიტრალიტეტი და გენდერული სამართლიანობა არის პრაქტიკა და აზროვნების მეთოდები, რომლებსაც მიზნის მიღწევისკენ მივყავართ. გენდერული პარიტეტი, რომელიც გამოიყენება მოცემულ სიტუაციაში გენდერული ბალანსის გასაზომად, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. გენდერული თანასწორობა უფრო მეტია, ვიდრე თანაბარი წარმომადგენლობა, იგი მტკიცედ არის დაკავშირებული ქალთა უფლებებთან და ხშირად მოითხოვს არსებული პოლიტიკის შეცვლას.
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, გენდერული თანასწორობა „ნიშნავს, რომ ქალები და მამაკაცები, გოგონები და ბიჭები ერთნაირი უფლებებით, რესურსებით, შესაძლებლობებით და დაცვით სარგებლობენ. არ მოითხოვს იმას, რომ გოგოები და ბიჭები, ან ქალები და კაცები, ერთნაირები იყვნენ, ან რომ მათ ზუსტად ერთნაირად მოეპყრონ.“ [1]
გლობალური მასშტაბით, გენდერული თანასწორობის მიღწევა ასევე მოითხოვს ქალთა და გოგონათა მიმართ მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, მათ შორის სექსუალური ტრეფიკინგის, ფემიციდის, ომის დროს სექსუალური ძალადობის და ჩაგვრის სხვა ტაქტიკების ჩათვლით . გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით:
„მიუხედავად მრავალი საერთაშორისო შეთანხმებისა, რომლებიც ამტკიცებენ ადამიანის უფლებებს, ქალები კვლავ უფრო მეტი ალბათობით არიან ღარიბი და გაუნათლებელი ვიდრე მამაკაცები. მათ უფრო ნაკლები წვდომა აქვთ საკუთრების ფლობაზე, კრედიტზე, ტრენინგებსა და დასაქმებაზე. ისინი ბევრად უფრო ნაკლებ პოლიტიკურად აქტიურები არიან ვიდრე კაცები და ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იქნებიან. [2]“ | |
2017 წლის მდგომარეობით, გენდერული თანასწორობა არის მეხუთე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზანში. გენდერული უთანასწორობა იზომება ყოველწლიურად გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების ანგარიშების მიხედვით .