ფემიციდი
ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება / From Wikipedia, the free encyclopedia
ფემიციდი (ინგლ. Femicide) ან ფემინიციდი — ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინება. ეს ტერმინი XIX საუკუნიდან მოდის და ლათინურად აღნიშნავს ქალებისა და გოგონების მკვლელობას (femi — ქალი, cide — კვლა). ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის „მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“.[1]