გენეტიკური კოდი
From Wikipedia, the free encyclopedia
გენეტიკური კოდი — ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის მეშვეობით ცილების ამინომჟავური თანმიმდევრობის კოდირების ხერხი, რომელიც დამახასიათებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
დნმ-ში გამოიყენება ოთხი აზოტოვანი ფუძე — ადენინი (A), გუანინი (G), ციტოზინი (C), თიმინი (T). ეს ასოები ადგენენ გენეტიკური კოდის ანბანს. რნმ-ში გამოიყენება იგივე ნუკლეოტიდები, გარდა იმ ნუკლეოტიდისა, რომელიც შეიცავს თიმინს. იგი ჩანაცვლებულია ურაცილის (U) შემცველი მსგავსი ნუკლეოტიდით. დნმ-ისა და რნმ-ის მოლეკულებში ნუკლეოტიდები ლაგდება ჯაჭვში და ამგვარად იქმნება გენეტიკური ასოების თანმიმდევრობა.