სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
გორა[4][5] (1949 წლის 12 სექტემბერამდე — „ჯარაიორი“[6]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (საკირეს ადმინისტრაციული ერთეული),[7] მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე მოშევანის (მდინარე მაშავერის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1330 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 38 კაცი.[8]
სოფელი | |
---|---|
გორა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | საკირე |
კოორდინატები | 41°15′09″ ჩ. გ. 44°17′40″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1355 მეტრი |
მოსახლეობა | 11 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა |
ბერძნები 64 % ქართველები 18 % აზერბაიჯანელები 18 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1715[3] |
სოფლის სახელწოდება „ჯარაერი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Джараеръ“ სახით.
სოფელ გორაში დგას ძველი, შემდეგში განახლებული ღვთისმშობლის ეკლესია, მის მახლობლად — ბერძნების მიერ XIX საუკუნეში აგებული წმიდა ილიას ეკლესია. გორას ახლანდელი მოსახლეობა XIX საუკუნეში გადმოსახლდნენ არზურმის (თურქეთი) მხრიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.