გოჭა (ფრინველი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გოჭა ან დუპელი[1][2] (ლათ. Gallinago media) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აქვს 35 სმ სიგრძის სხეული, 200 გრამამდე წონა, მურა ფერის ბულბული მუქი ხაზებით. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — დასავლეთ საზღვრიდან ენისეიმდე და სამხრეთ ტუნდრიდან ტყე-სტეპის ზონამდე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს. გაზაფხულზე გოჭა საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარეების მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით. იგი დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში, მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ტბის ჭაობებში. საქართველოში იგი აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება.[1] ბუდეს ჭაობიან ადგილებში მიწაზე იკეთებს. დებს 4 მსხვილ, დაწინწკლულ კვერცხს. ინკუბაცია 17-18 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვისა უკვე ზრდასრულნი არიან და დედას შორდებიან. იკვებება მწერების მატლებით, ჭიებით და ლოკოკინებით, რითაც სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. გოჭა სპორტული ნადირობის ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.[1]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოჭა (მრავალმნიშვნელოვანი). |
გოჭა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gallinago media (Latham, 1787) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22693093 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი არა-ბუდობის არეალი | |||||||||||||||
|