ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
გურამ კაშია (დ. 4 ივლისი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბრატისლავის „სლოვანის“ მცველი. 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1].
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 4 ივლისი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სლოვანი ბრატისლავა | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2006 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2010 | დინამო თბილისი | 145 | (13) |
2010–2018 | ვიტესი | 257 | (22) |
2018–2020 | სან-ხოსე ერთქვეიქსი | 43 | (0) |
2021 | ლოკომოტივი თბ. | 16 | (4) |
2021– | სლოვანი ბრატისლავა | 73 | (6) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2009 | საქართველო 21-წლ. | 10 | (2) |
2009– | საქართველო | 119 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 აგვისტო, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 სექტემბერი, 2024 |
გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.
2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ.[2]
2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერთქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა.
2021 წლის თებერვალში გახდა თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.
„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2009 | 4 | 0 |
2010 | 2 | 0 | |
2011 | 6 | 0 | |
2012 | 8 | 1 | |
2013 | 8 | 0 | |
2014 | 5 | 0 | |
2015 | 10 | 0 | |
2016 | 8 | 0 | |
2017 | 10 | 0 | |
2018 | 9 | 1 | |
2019 | 9 | 0 | |
2020 | 3 | 0 | |
2021 | 10 | 0 | |
2022 | 9 | 1 | |
2023 | 9 | 0 | |
2024 | 9 | 0 | |
ჯამში | 119 | 3 |
თემატური საიტები |
---|
AS.com · BDFA · BDFutbol · EU-football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · MLS · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.