ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024 ან უბრალოდ ევრო 2024 — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის. ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება.
Remove ads
მასპინძელი
2017 წლის 8 მარტს უეფა-მ განაცხადა, რომ ტურნირის მასპინძლობის სურვილი ორმა ქვეყანამ, გერმანიამ და თურქეთმა გამოთქვა, რომლებმაც ოფიციალური განაცხადი 2017 წლის 3 მარტამდე წარადგინეს.
მასპინძლის ვინაობა 2018 წლის 27 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრით გაირკვა.[1][2][3]
უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა, სადაც მასპინძლის გამოსავლენად მარტივი უმრავლესობაა საჭირო. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი უეფას პრეზიდენტის ხმა ხდება.[4] აღმასრულებელი კომიტეტის 20 წევრიდან ორს ხმის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ერთი არ ესწრებოდა. საერთო ჯამში ხმის უფლების მქონე 17 წევრი დარჩა.[5]
Remove ads
შესარჩევი
გერმანია როგორც მასპინძელი ავტომატურად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შესარჩევით გამოვლინდა 23 გუნდი.

ევრო 2024-ზე გასული გუნდები
გუნდები რომლებმაც ვერ გაიარეს კვალიფიკაცია
ტურნირიდან დისკვალიფიცირებული გუნდები
- 1972-1988 წლებში გერმანია მონაწილეობდა როგორც დასავლეთი გერმანია.
- 1960-1984 წლებში სერბეთი მონაწილეობდა როგორც იუგოსლავია, ხოლო 2000 წელს როგორც სერბეთი და მონტენეგრო.
- სერბეთი და მონტენეგრო თავდაპირველად 1992 წელს (კვალიფიცირებული როგორც იუგოსლავია) უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ შეიცვალა გაეროს მიერ სპორტის ყველა საერთაშორისო სახეობიდან მოკვეთის შემდეგ.
Remove ads
ადგილი
2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 10 ქალაქი შეირჩა, საიდანაც ცხრამ, ბერლინმა, დორტმუნდმა, მიუნხენმა, კიოლნმა, შტუტგარტმა, ჰამბურგმა, ლაიფციგმა, ფრანკფურტმა და გელზენკირხენმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატსაც უმასპინძლა.[10][11] დიუსელდორფი 2006 წელს არ გამოიყენებოდა, მაგრამ უმასპინძლა 1974 წლის მსოფლიოსა და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატებს.
შენიშვნები
რესურები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads