From Wikipedia, the free encyclopedia
დასმარინიასი (ოფიციალურად ქალაქი დასმარინიასი; ტაგ: Lungsod ng Dasmariñas) — პირველი კლასის ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 659 019 ადამიანს შეადგენს.[2]
დასმარინიასი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
კოორდინატები | 14°20′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. | |
დაარსდა | 1868 | |
ფართობი | 90.13 კმ² | |
მოსახლეობა | 703 141 (1 მაისი, 2020)[1] | |
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო | |
სატელეფონო კოდი | 46 | |
საფოსტო ინდექსი | 4114, 4115 და 4126 | |
| ||
ქალაქს მეტსახელად დასმას უწოდებენ. მისი ფართობი 90.1 კმ²-ია[3] და მანილიდან 30 კმ-ით (19 მილი) სამხრეთით მდებარეობს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის uბრანული ექსპანსიის შედეგად ქალაქი სწრაფად ვითარდება, რაც ინდუსტრიული ცენტრების სიმრავლით, დიდი საგანმანათლებლო და სამედიცინო ინსტიტუტების რაოდენობის ზრდით გამოიხატება.
დასმარინიასს სახელი ეწოდა ფილიპინების მე-7 გენერალ-გუბერნატორის (1590-1593) გომეს პერეს დასმარინიასის პატივსაცემად. მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალ-გუბერნატორი ლუის პერეს დასმარინიასი (153-1596) გახდა. პერეს დასმარინიასი ესპანეთიდან, გალისიის ქალაქ ვივეიროდან იყო.
დასმარინიასი ითარგმნება როგორც „ას მარინიასიდან“, რომელიც mariño-დან (გალისიურ ენაზე „სანაპიროს“ აღნიშნავს) და mar-დან („ზღვა“) წარმოდგება.
XIX საუკუნეში, ესპანური კოლონიური მმართველობის დროს დასმარინიასს ტამპუსს უწოდებდნენ, რაც „ტყის ბოლოს“ ნიშნავს. თავდაპირველად იგი იმუსის შემადგენლობაში შედიოდა.[4] 1864 წლის 9 აპრილს მანილის არქიეპისკოპოსის, კავიტეს პოლიტიკურ-სამხედრო გუბერნატორის, ავგუსტინელთა ორდენის მეთაურისა და იმუსის სამრევლოს მღვდლისგან შემდგარ საბჭოზე იმუსისგან დამოუკიდებელი ქალაქისა და სამრევლოს შექმნის საკითხი განიხილეს.
დასმარინიასი 8 234 ჰექტარ მიწის ფარტობს მოიცავს. ის ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 12 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ხოლო ქალაქ მანილის ცენტრიდან 27 კმ-ით სამხრეთით. ქალაქს ჩრდილოეთიდან იმუსი, ხოლო სამხრეთიდან სილანგის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება. აღმოსვლეთით სან-პედრო და ბინიანი მდებარეობს, ხოლო დასავლეთით — გენერალ-ტრიასი.[5]
დასმარინიასს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. იგი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარდამავალ ზონაშია მოქცეული. ქალაქი პობლაკიონისა და ბარანგაებისგან შედგება. პობლაკიონი, რომელიც ამჟამად ოთხ ზონად იყოფა ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებებარეობს. საბანგი, სალავანგი და სალიტრანი ჩრდილოეთით, ხოლო სამხრეთით სან-აგუსტინი, ლანგკაანი და სამპალოკი მდებარეობს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ბუროლი, პალიპარანი და ბაგონგ-ბაიანი მდებარეობს.
დასმარინიასი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქალაქია. იგი სანაპირო ქალაქებიდა: როსარიოდან, კავიტედან, ბაკოორიდან და ნოველეტიდან არც თუ ისე შორ მანძილზე მდებარეობს - პობლაკიონიდან ამ ქალაქებამდე საშუალოდ მანძილი 30 კმ-ზე ნაკლებია. დასმარინიასი ტაგაიტაიდან 27 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
დღეისთვის დასმარინიასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ბირთვსა და ჩრდილოეთ შორის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციას ასრულებს.[5]
ქალაქის დიდი ნაწილი დაბლობზეა გაშენებული, მცირე ნაწილი კი ბორცვებითაა დაფარული. პობლაკიონი შედარებით მაღლია: ძღვის დონიდან 80 მეტრიდან 250 მეტრამდე. დასმარინიასი ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს. ქალაქს რამდენიმე მდინარე სერავს, რომლებიც ბუნებრივი დრენაჟის სისტემას ქმნიან და შენაკადებთან ერთად მანილის ყურეში ჩაედინებიან. ქალაქში ხშირია წყალდიდობები.[5]
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით დასმარინიასი ტროპიკული სავანის კლიმატი~ურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრადაა გამოხატული. წვიმების სეზონი მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი — იანვრიდან აპრილამდე.
დასმარინიასი თავდაპირველად მუნიციპალიტეტი შემდეგ კი შემადგენელი ქალაქი გახდა. 1866 წლის შემდეგ ქალაქის არმასრულებელი ხელისფულების მეთაური მერია. იგი სამი წლის ვადით აირჩევა დასმარინიასის მოსახლეობის მიერ და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. ქალაქის ამჟამინდელი მერი ჯენიფერ ბარსანგაა, რომელმაც მისი ქმარი, ამჟამად კონგრესის წევრი ელპიდიო ბარსაგა უმცროსი შეცვალა. მას ქალაქის მერის პოსტი 2007 წლიდან 2016 წლამდე ეკავა, ხოლო 2016-2019 წლებში ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მეთხე რაიონის წარმომადგენელი იყო.
ვიცე ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს, დასმარინიასის საქალაქო საბჭოს (Sangguniang Panglungsod ng Dasmariñas) თავმჯდომარეობს და მერის დროებითი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებასაც ასრულებს. ვიცე-მერი სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. ამჟამინდელი ვიცე-მერი რექს მანგუბატია (2016 წლიდან).[6][7]
The Sangguniang Panglungsod ng Dasmariñas (დასმარინიასის საქალაქო საბჭო) 12 წევრისა და ორი ex-officio-სგან შედგება. ერთ-ერთი Liga ng mga Barangay ng Dasmariñas-ის (დასმარინიასის ბარანგაების ლიგა) პრეზიდენტია, ხოლო მეორე Sangguniang Kabataan -ის (ახალგაზრდული საბჭოს) ფედერაციის პრეზიდენტი. ქალქის საბჭოში 20 კომიტეტი ფუნქციონირებს, რომლებსაც საბჭოს წევრები თავმჯდომარეობენ. საქალაქო საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა მოსახლეობის მიერ და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული.[8]
დასმარინიასი პოლიტიკურად 75 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაც ბარანგაების კაპიტნები ხელმძღვანელობენ.[9][10][11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.