აპრილი

წლის მეოთხე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

აპრილი (ლათ. Aprilis) — გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვე. აპრილში 30 დღეა.

სწრაფი ფაქტები

სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.

აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში.

Remove ads

იგრიკა

კორნელი კეკელიძე იგრიკს 4 მარტით — 2 აპრილით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „იგრიკაჲ“ ანუ თთუე იგრიკისაჲ, ნამდვილი პირველადი ფორმა არის „იგრი“, „იგრისაჲ“. იგრი უნდა იყოს მოდიფიკაცია სომხურში „არეგი“-სა, რომელმაც თავში ა-ი ახმოვანებით, შუაში გ-რ მეტათეზით და ნათესაობით მრუნვაში „ე“ ბგერის გამოვარდნით, მოგვცა „იგრისა“. ქართული „იგრიკას“ სომხურ „არეგასთან“ აახლოებდა მარი ბროსეც[3].

ვიკიციტატა
„და გჳრგჳნოსან იქმნა აკჳლინა პირველსა მას დღესა თთუესა იგრიკისას[4].“
ვიკიციტატა
„კალენიკემ კეთილითა მით ძილითა დაიძინა მეორესა დღესა თთჳსა იგრიკისასა[5].“
ვიკიციტატა
„მას ჟამსა შეკრბეს ორასნი იგი ბრძანებითა მეფისაჲთა და მოჰკუეთეს თავები და აღესრულნეს წმიდანი მეშჳდესა დღესა თთუესა იგრიკისასა[6].“
Remove ads

აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads