დეიტონის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მშვიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომელსაც ასევე უწოდებენ დეიტონის ხელშეკრულებას ან დეიტონთან შეთანხმებას, (Serbo-Croatian: Dejtonski mirovni sporazum, Дејтонски мировни споразум) არის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მიღებულია რაიტ-პატერსონის საჰაერო ბაზაზე დეიტონის მახლობლად (შეერთებული შტატები, ოჰაიო), 1995 წლის 1 ნოემბერს. ოფიციალურად გაფორმდა პარიზში, 1995 წლის 14 დეკემბერს. ამ ხელშეკრულებით დასრულდა ბოსნიის 31⁄2 წლიანი ომი, ასევე იუგოსლავიის ერთ – ერთი ომი.
დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულება (Dayton Peace agreement) | |
---|---|
მომზადდა | 1995 წლის 1 ნოემბერი |
ხელი მოეწერა | 1995 წლის 14 დეკემბერი |
ძალაში შევიდა | 1995 წლის 21 ნოემბერი |
ხელი მოაწერეს | სლობოდან მილოშევიჩი(Slobodan Milošević)
ალია იზეთბეგოვიჩი(Alija Izetbegović) ფრანიო ტუჯმანი (Franjo Tuđman) ბილ კლინტონი(Bill Clinton) ჟაკ შირაკი (Jacques Chirac) ჯონ მეიჯორი (John Major) ჰელმუტ კოლი(Helmut Kohl) ვიქტორ ჩერნომირდინი(Viktor Chernomyrdin) |
მხარეები | იუგოსლავია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია |
ენა | ინგლისური |
მეომარი მხარეები შეთანხმდნენ მშვიდობასა და ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნაზე, რომელიც ცნობილია როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან, ძირითადად სერბებით დასახლებული რესპუბლიკა სერპსკაში და ბოსნია-ხორვატებისგან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას ფედერაციაში.