დიდი ბებესირი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბებესირი — ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ოქუმის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15,9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,61 კმ², აუზის ფართობი 17,5 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,6 მ. გეგმაში ტოტისებრი მოყვანილობა აქვს. შედგება სამი ტოტისაგან. წარმოიშვა ზღვის დიუნებისა და სანაპირო ნაყარით მდინარეების შეგუბების შედეგად. ფსკერი სწორია. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.[2]
სწრაფი ფაქტები დიდი ბებესირი ...
დიდი ბებესირი | |
---|---|
კოორდინატები: 42°41′01″ ჩ. გ. 41°34′59″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გალის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 15,9 მ |
ფართობი | 0,61 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 4,6 მ |
აუზის ფართობი | 17,5 კმ² |
დახურვა