გალის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
გალის მუნიციპალიტეტი (აფხ. Гал амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
გალის მუნიციპალიტეტი აფხ. Гал амуниципалитет | |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | გალი | ||
კოორდინატები | 42°38′00″ ჩ. გ. 41°44′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 1003±1 კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | (447) | ||
საფოსტო ინდექსი | 6800–6899 | ||
|
1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1925 წლის 1 აპრილიდან — გალის მაზრა[1], ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით.
გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი. 2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.