დოლრასწვერი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
დოლრასწვერი[1] — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — დოლრაჭალის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. დოლრასწვერი აგებულია კრისტალური ფიქლებით და გრანიტოიდებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. მწვერვალის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის ხეობის ტიპის მყინვარი დოლრა.
სწრაფი ფაქტები დოლრასწვერი ...
დოლრასწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′40″ ჩ. გ. 42°32′33″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3700 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი და გრანიტოიდი |
დახურვა