დომბაიულგენი
მთა საქართველოში და რუსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
დომბაიულგენი[1] (რუს. Домбай-Ульген; ყარაჩ.-ბალყ. Доммай ёлген — „ადგილი, სადაც დომბა დაიღუპა“) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად მოქცეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დომბაიულგენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დომბაიულგენი ...
დომბაიულგენი | |
---|---|
დომბაიულგენი | |
კოორდინატები: 43°14′35″ ჩ. გ. 41°43′40″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 4046 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გნაისი, ფიქალი და გრანიტი |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა
მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარე თებერდის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4046 მ. დომბაიულგენის კლდოვან მასივზე გამოიყოფა სამი მწვერვალი: დასავლეთის (4036 მ), მთავარი (4046 მ) და აღმოსავლეთის (3950 მ). აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და გრანიტებით.
დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით. 1960 წელს დომბაი-ულგენზე ასვლისას დაიღუპა ოთხი კაცისგან შემდგარი ექსპედიცია, რომელსაც ალპინისტი იგორ ეროხინი ხელმძღვანელობდა.[2]