ედმუნდ ფელპსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ედმუნდ ფელპსი (ინგლ. Edmund S. Phelps; 26 ივლისი, 1933, ივანსტონი, ილინოისი) — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში 2006 წელს "ინტერტემპორალური გაცვლის ანალიზისთვის მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში". ამჰერსტის კოლეჯის ბაკალავრი (1955), იელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი (1959). იელის პროფესორი (1958-66), პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი (1966-71) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი 1971 წლიდან. საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოების პრეზიდენტი (1983-84). "კეინსის შემდეგ ასი უდიდესი ეკონომისტის" სიაში შედის მ. ბლაუგის თანახმად. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1982).
სწრაფი ფაქტები ედმუნდ ფელპსი, მშობლიური სახელი ...
ედმუნდ ფელპსი | |
---|---|
ედმუნდ ფელპსი | |
მშობლიური სახელი | Edmund S. Phelps |
დაბ. თარიღი | 26 ივლისი, 1933 (1933-07-26) (90 წლის) |
დაბ. ადგილი | ივანსტონი, ილინოისი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ეკონომისტი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
დამსაქმებელი | კოლუმბიის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია და ეკონომეტრიკის საზოგადოება[2] |
გავლენა მოახდინეს | |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში (2006) |
ალმა-მატერი | ამჰერსტის კოლეჯი, იელის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | William John Fellner და ჯეიმზ ტობინი[3] |
დოქტორანტი | David Colander, Mordecai Kurz, Seong-Yawng Park[3] და Gary Anthony Gigliotti[3] |
დახურვა