ამჰერსტის კოლეჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამჰერსტის კოლეჯი (ინგლ. Amherst College წარმოითქმის /ˈæmərst ˈkɒlɪdʒ/) — კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ამჰერსტში, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში. ამჰერსტი ექსკლუზიურად საბაკალავრო ოთხწლიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა[11] და 2016 წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით 1,849 სტუდენტი ჰყავდა.[5] ბაკალავრის დიპლომს ის 38 ფაკულტეტში გასცემს.[12] ამჰერსტი აშშ-ს ერთ-ერთი პრესტიჟული,[13] რეიტინგული[14] და სელექტიური[15] უნივერსიტეტია. ფორბსის საბაკალავრო დაწესებულებათა ყოველწლიური რეიტინგის თანახმად ის უილიამსის კოლეჯთან, პრინსტონის უნივერსიტეტთან, აშშ-ს სამხედრო აკადემიასთან და სტენფორდის უნივერსიტეტთან ერთად საუკეთესო ხუთეულშია,[16] „U.S. News & World Report“-ის 2016 წლის გამოცემის ყოველწლიური რეიტინგის თანახმად კი ამჰერსტი აშშ-ს რიგით მეორე ლიბერალური განათლების კოლეჯია.[17]
ამჰერსტის კოლეჯი | |
---|---|
Amherst College | |
ლათ. Collegii Amherstiensis | |
დევიზი | Terras irradient[1] (ლათ.) („დაე, გაანათლონ სამყარო“) |
დაფუძნდა | 1821[1] |
დამფუძნებელი (-ები) | Zephaniah Swift Moore |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი[2] |
ფონდები | 2.032 მილიარდი აშშ დოლარი (2016 წლის ივნისის მონაცემით)[3] |
თავმჯდომარე | Edward Hitchcock |
პრეზიდენტი | ბიდი მარტინი[1] |
პროვოსტი | პიტერ უვინი[4] |
პროფესორი | 200-ზე მეტი[1] |
სტუდენტი | 1,849[5] |
კურსდამთავრებული | 21.500-ზე მეტი[1] |
მისამართი | Boltwood Avenue, Amherst, MA, 01002-5000[6] |
ქალაქი | ამჰერსტი[2] |
შტატი | მასაჩუსეტსი |
ქვეყანა | აშშ |
კამპუსი |
ქალაქგარეთ 4 კმ²[7] |
ფერები | იისფერი და თეთრი [1] |
მეტსახელი |
ჯეფები ლორდ ჯეფები ლედი ჯეფები |
კავშირები |
ხუთი კოლეჯის კონსორციუმი[8] პატარა სამეული[9] |
თილისმა | ლორდი ჯეფრი ამჰერსტი |
კარნეგის კლასიფიკაცია | საბაკალავრო კოლეჯი: მეცნიერებისა და ხელოვნების[10] , exclusively undergraduate four-year[10] , four-year, small, highly residential[10] , arts & sciences focus, no graduate coexistence[10] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[10] |
amherst.edu |
მიუხედავად მცირე ზომისა, ამჰერსტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული და კათედრის წევრი ჰყავს. მათ შორის არიან აშშ-ს ოცდამეათე პრეზიდენტი კელვინ კულიჯი, მონაკოს პრინცი ალბერტ II,[18] სალვადორის ყოფილი პრეზიდენტი ფრანცისკო ფლორესი,[18] ნობელის პრემიის ოთხი[7] და პულიცერის პრემიის თორმეტი ლაურეატი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ორი მფლობელი და ერთი ლაურეატი, მაკარტურის პრემიის ექვსი და ეროვნული სამეცნიერო მედლის ხუთი მფლობელი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და სხვ.
ამჰერსტი 1821 წელს დაფუძნდა.[19] ის მასაჩუსეტსის უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მესამეა.[20] ისტორიულად ამჰერსტს ახლო კავშირი აქვს უილიამსის კოლეჯსა და ვესლიანის უნივერსიტეტთან, რომელთან ერთად ის პატარა სამეულს ადგენს.[9] გარდა ამისა ამჰერსტი ხუთი კოლეჯის კონსორციუმის წევრია.[8]