ეკვადორი
ეკვადორის რესპუბლიკა / From Wikipedia, the free encyclopedia
ეკვადორი, ოფიციალურად ეკვადორის რესპუბლიკა (ესპ. República del Ecuador – ითარგმნება როგორც „ეკვატორის რესპუბლიკა“) — წარმომადგენლობითი დემოკრატიული წყობის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით და სამხრეთით — პერუ, დასავლეთით — წყნარი ოკეანე. ჩილესთან ერთად იგი სამხრეთ ამერიკის იმ ორ ქვეყანას მიეკუთვნება, რომლებსაც საზღვარი არ აქვთ ბრაზილიასთან. ქვეყანას ასევე ეკუთვნის კონტინენტური ნაწილისგან 1 000 კმ–ით დაშორებული, წყნარ ოკეანეში მდებარე გალაპაგოსის კუნძულები.
ეკვადორის რესპუბლიკა República del Ecuador ეკვადორი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Dios, patria y libertad“ (ღმერთი, სამშობლო, თავისუფლება) | ||||||
ჰიმნი: Salve, Oh Patria Hail, Oh Homeland |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | კიტო 00°09′ ს. გ. 78°21′ დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | გუაიაკილი | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | რაფაელ კორეა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 283 561 (გალაპაგოსთან ერთად) კმ2 (73-ე) | ||||
- | წყალი (%) | 5 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2011 შეფასებით | 15 223 680[1] (65-ე) | ||||
- | 2010 აღწერა | 14 483 499[2] | ||||
- | სიმჭიდროვე | 52,5 კაცი/კმ2 (147-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2011 შეფასებით | |||||
- | სულ | $127,426 მილარდი[3] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $8,492[3] | ||||
აგი (2011) | 0.720 (მაღალი) (83-ე) | |||||
ვალუტა | აშშ დოლარი (USD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 (UTC-06:00 გალაპაგოსის კუნძულებზე) | |||||
ქვეყნის კოდი | ECU | |||||
Internet TLD | .ec | |||||
სატელეფონო კოდი | +593 |
ეკვადორის ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური (მოსახლეობის 94%). ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე ადგილობრივ საზოგადოებათა ენებს — კეჩუას, სუარს და სხვა 11 ენას. ეკვადორის ფართობი 275 830 კმ²–ია. დედაქალაქია კიტო, რომელიც 1970–იან წლებში იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან მას გააჩნია საუკეთესოდ შემონახული და უმნიშვნელოდ შეცვლილი ისტორიული ცენტრი მთელს ლათინურ ამერიკაში.[4] ქვეყნის უდიდესი ქალაქია გუაიაკილი. ეკვადორის ეკონომიკისთვის მესამე უმნიშვნელოვანესი ქალაქია მანტა, რომელიც ფლობს საერთაშორისო პორტსა და თინუსის ინდუსტრიას. ქვეყნის მესამე უდიდესი ქალაქია კუენკა, რომლის ისტორიული ცენტრიც 1999 იუნესკომ ასევე შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რადგან იგი თვალსაჩინო მაგალითია ინდიელთა და ესპანური გეგმარებითი კოლონიური ქალაქისა მთელს ამერიკაში.[5] ეკვადორში გავრცელებულია ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობა, რომელთაგამ ბევრი ენდემურია, განსაკუთრებით გალაპაგოსის კუნძულებზე. შედეგად, ეკვადორი მსოფლიოს 17 ეკოლოგიურად მეგამრავალფეროვან ქვეყანათა სიაში შედის.[6] 2008 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციით, ეკვადორი პირველი სახელმწიოფა მსოფლიოში, რომელმაც აღიარა და კანონით უზრუნველყო ბუნების უფლებები, იგივე ეკოსისტემის უფლებები.[7]
ეკვადორი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს, მას შემდეგ რაც ის ესპანეთის კოლონიურ იმპერიას გამოეყო და მცირე ხნით დიდი კოლუმბიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. მიეკუთვნება საშუალო შემოსავლების ქვეყანას; ადამიანური განვითარების ინდექსია 0,720 (2011).[8]