ელტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელტონი (რუს. Эльтон) — მლაშე თვითმლექი ტბა კასპიისპირა დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილში, ვოლგოგრადის ოლქში. ფართობი 152-200 კმ² (დამოკიდებულია დონის მერყეობაზე). წყლის ზედაპირი ოკეანის დონეზე 14,7 მ-ით დაბლა მდებარეობს. ფსკერზე სუფრის მარილისა და გოგირდწყალბადის შემცველი მინერალური ტალახის სქელი ნალექი დაფარულია რაპით, რომლის სისქე გაზაფხულის წყალდიდობის დროს 1 მ აღწევს, შემოდგომისთვის კი 10-20 სმ და უფრო ნაკლებია.
სწრაფი ფაქტები ელტონი ...
ელტონი | |
---|---|
ელტონი | |
კოორდინატები: 49°08′08″ ჩ. გ. 46°40′00″ ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | - 14,7 მ |
ფართობი | 152-200 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0,05-0,07 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1,5 მ |
დახურვა
ელტონს ერთვის მწარე-მლაშე პატარა მდინარეები (სულ 7 მდინარე); ფსკერზე ამოდის წყაროები. იღებენ მარილს (სავარაუდო მარაგი 3 მლრდ. ტ-ზე მეტი). ელტონის რაიონში მინერალური წყაროებია.
ტბის მახლობლად ამავე სახელწოდების კურორტია.