ტბა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ერწოს ტბა — კარსტული ტბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². საშუალო სიღრმე 2,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 19 მ. აუზში განვითარებულია საშუალომთიანი რელიეფი. ტბას ერთვის 3 მუდმივი შენაკადი.[3]
ერწოს ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 42°28′13″ ჩ. გ. 43°45′07″ ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1710 მ |
ფართობი | 0,31 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2,1 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 19 მ |
ტბა მოქცეულია ერწო-წონის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური ფორმა. ტბის წყლით გამოვსებულია 4 კარსტული ძაბრი, მათი შემჩნევა მახლობელი მთებიდანაც შეიძლება. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყლების როლი ტბის მომარაგებაში შედარებით მცირეა.[4] ტბის წყლით საზრდოობს მდინარე ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი ერწოსწყალი. ტბის მაქსიმალური დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზაფხულში კარგად თბება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ზამთარში იყინება თითქმის 5 თვის განმავლობაში. ტბაში თევზი არ იცის. ერწოს ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[4] ტბის აღმოსავლეთით განლაგებულია სოფელი ერწო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.