ყვირილა

მდინარე საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia

ყვირილა
Remove ads

ყვირილამდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ — დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 61 მ³/წმ ზესტაფონთან, 90 მ³/წმ — შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით. ყვირილის აუზში მდებარეობს ჭიათურის მანგანუმის საბადოები. მის ნაპირზე გაშენებულია ქალაქები — საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი.

სწრაფი ფაქტები ყვირილა, ქვეყანა ...
Thumb
მდინარე ყვირილა ზესტაფონთან

ვახუშტი ბაგრატიონი მდ. ყვირილას შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ“
Remove ads

ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads