ესვატინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ესვატინი (სვატ. eSwatini), ოფიციალურად ესვატინის სამეფო (სვატ. Umbuso weSwatini), 2018 წლამდე ცნობილი, როგორც სვაზილენდი[3][4] (ინგლ. Swaziland) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას (საზღვრების სიგრძე — 430 კმ), აღმოსავლეთით — მოზამბიკს (105 კმ). საზღვრების საერთო სიგრძე — 535 კმ. ქვეყნის საერთო ფართობი — 17 363 კმ² (ხმელეთის ფართობი — 17 200 კმ²). იგი პატარა ქვეყანაა, მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 130 კილომეტრზე ნაკლები. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი დაბლობი. ქვეყანა მდებარეობს ველდის პლატოზე, რომელიც საფეხურებად ეშვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ყველაზე მაღალი წერტილია — ემლემბეს მთა (Emlembe; 1862 მეტრი), ყველაზე დაბალი წერტილი კი — მდინარე მაპუტუ (უსუტსუ) (21 მეტრი). ესვატინში არსებობს რამდენიმე თანდათანობით დადაბლებულ დაბლობი. მთავარი მდინარეებია — მაპუტუ, კომატი, უმბელუზი. დასავლეთში კლიმატი ზომიერია, თუმცა დაბლობში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 40 °C-ს. ზაფხული ძირითადად წვიმიანია, ნალექის დონემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს. ძირითადი ბუნებრივი რესურსები: ნახშირი, მერქანი, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ტყეები, არსებობს ოქროს და ალმასის მცირე საბადოები. ტერიტორიის დაახლოებით 11 % უკავია სახნავ-სათეს სავარგულებს, მინდვრებს და საძოვრებს — 62 %. 2007 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 018 449 ადამიანს.[5][6][7] დედაქალაქი — მბაბანე. დღეისთვის მოსახლეობა წარმოადგენს ცალსახად ეთნიკურ სვაზებს, ხოლო ოფიციალური ენებია — სვატი, ინგლისური.
ესვატინის სამეფო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: (სვატი — Siyinqaba) ჩვენ ვართ ციხე-სიმაგრე |
||||||
ჰიმნი: Nkulunkulu Mnikati wetibusiso temaSwati |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | მბაბანე 26°19′ ს. გ. 31°08′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | მანზინი | |||||
ოფიციალური ენა | სვატი, ინგლისური | |||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია | |||||
- | მეფე | მსვატი III | ||||
- | პრ.-მინისტრი | თემბა მასუკუ | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 17 364 კმ2 (157-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0,9 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 1 119 000[1] (154-ე) | ||||
- | 2007 აღწერა | 1 018 449 | ||||
- | სიმჭიდროვე | 68,2 კაცი/კმ2 (135-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $11.061 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9,768[1] | ||||
აგი (2015) | 0.541[2] (საშუალო) (141-ე) | |||||
ვალუტა | ლილანგენი (SZL ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
ქვეყნის კოდი | SWZ | |||||
Internet TLD | .sz | |||||
სატელეფონო კოდი | 268 |