From Wikipedia, the free encyclopedia
ვაინახური მითოლოგია — ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადარი ვაინახების მითოლოგია. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ისლამიზაცია შედარებით გვიან, ადრეულ თანამედროვე პერიოდში მოხდა, რის გამოც იორდანიელი ისტორიკოსი ამჯად ჯაიმუხა ვაინახური მითოლოგიის პრე-ისლამური ელემენტების რეკონსტრუქციის იდეა წამოაყენა, რომელიც წინაპართა პატივისცემასა და დაკრძალვის რიტუალებსაც მოიცავს.[1] ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხების, განსაკუთრებით ჩერქეზებისა და ოსების მსგავსად, ვაინახებიც ხეებს ეთაყვანებოდნენ და თვლიდნენ, რომ მათში ადამიანთა სულები იყო ჩასახლებული. ხეებისთვის თაყვანსაცემად ვაინახებს არაერთი რიტუალი ჰქონდათ. ვაინახთა მითოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი მსხლის ხეს ეკავა.[2]
კ. სიხარულიძის აზრით, ანტიკურ ხანაში კავკასიის რეგიონის ხალხები ერთი, რეგიონული კულტურის მატარებელი ხალხი იყო. ვაინახებისა და ქართველთა მითოლოგიების კვლევა ბევრ მსგავსებას ავლენს.[3]
ჯაიმუხა (2005) ვაინახთა რელიგიის შესწავლისას (უმეტესწილად დასავლეთ ინდო-ევროპული კულტურების რკინის ხანის მითოლოგიის შესწავლისას) განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს და პარალელებს ავლებს კელტურ პოლითეიზმთან.[4] ისეთი ტრადიციები, როგორიცაა კონკრეტული ხეების (როგორიცაა ფიჭვის ხის) თაყვანისცემა, სავარაუდოდ დაკავშირებულია ისეთ თანამედროვე ტრადიციებთან,როგორიცაა საშობაო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია, ჰელოუინი და ა.შ.[4]
ისტორიკოსი ამჯად ჯაიმუხა თავის წიგნში ვაინახთა ღვთაებების პანთეონს აღადგენს. ვაინახთა პანთეონში უზენაესი ღმერთი და დემიურგი დეელა (იგივე დელა) იყო.[5]სიბნელის ღმერთს ჰელა ერქვა. ვაინახთა პანთეონში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ვარსკვლავების,ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთ სეელას (იგივე სელა).[5] ვაინახთა მითებში სეელა ხშირად ბოროტ და სასტიკ ღმერთადაა გამოყვანილი. ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ ჩანთაში ღვთაება „ღამეს“ (ვარსკვლავები, ელვა, ჭექა-ქუხილი) ინახავდა. ვაინახთა წარმოდგენით, სეელა მყინვარწვერზე სახლობდა და ცეცხლოვანი ეტლი ჰქონდა. ცეცხლის მოპარვის გამო სეელამ პხარმატი მთაზე მიაჯაჭვა. სწორედ ამიტომაც, ოთხშაბათ დღეს ვაინახებს ჩირაღდნების ტარება ეკრძალებოდათ. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში გაქრისტიანების დროს, სეელა ელია წინასწარმეტყველთან გააიგივეს. ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთის, ზევსის მსგავსად, ადამიან ქალთა მიმართ სურვილებს ვერც სეელა უმკლავდებოდა. მის ცოლს ფურკი ერქვა. მოკვდავ ქალწულთან სექსუალური კავშირის შედეგად მას ქალი ღვთაება, სელა სათა შეეძინა.[6] სელა სათა (იგივე სათა) ერთი ვერსიით სეელას ცოლია, მეორე ვერსიით - ქალიშვილი. სელა ქალთა ხელსაქმის ქალთმერთი იყო[5][7] ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელთა და სეთენაისთან აკავშირევენ. სელას სახეს მზის ბრწყინვალებას ადარებენ. სწორედ სელა გაუძღვა მყინვარწვერზე პხარმატს და ცეცხლის მოპარვასა და დედამიწის მკვიდრთათვის გადაცემაში დაეხმარა.
ვაინახთა პანთეონში სოფლის მეურნეობისა და მოსავლის, ასევე სუსტთა დამცველი ღმერთი მაეცილია. სიცოცხლისა და სიკვდილის ლორდი, ასევე საიქიოს მმართველი იშთარ-დეელაა, რომელიც დამნაშავეთ სჯიდა. ომის ღმერთი მოლიზ-იერდი იყო, რომელსაც ვაინახთათვის გამარჯვება მოჰქონდა. ნადირობისადა ცხოველთა ღვთაება ელთა იყო. მამამისთან, დეელასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ცალი თვალით ბრმა იყო. პანთეონის მცირე ღვთაება იყო ამგალი. ვაინახთა რწმენით, ბედისწერის მბრძანებელი თაამაში სიმშვიდის დროს პატარა იყო, თუმცა განრისხებისას დიდდებოდა.
ნაყოფიერების ქალღმერთი, თუშოლი მამამისზე, დეელაზე უფრო მეტად იცავდა ხალხს. ვაინახთა წარმოდგენით, სწორედ მან შექმნა წმინდა ტბა გალაინ-ამი. მკვლევართა აზრით, ადრეულ წარმოდგენებში თუშოლი დომინანტი ღვთაება იყო. ხალხი მას ჯანმრთელ ჯანმრთელობას, უხვ მოსავალსა და ბევრ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შესთხოვდა. მოგვიანებით თუშოლს ძირითადად უშვილო ქალები ეთაყვანებოდნენ. თუშოლის დღეს ქალებს ღვთაებისთვის წითლი ირმის რქები უნდა მიეტანათ დეელას მთაზე (სადაც არასამღვდელო პირებს ასვლა ეკრძალებოდათ). თუშოლის დღე „ბავშვთა და ქალთა“ დღედ იყო მიჩნეული. თუშოლის ფრინველი ოფოფი იყო და უმაღლესი სასულიერო პირების თანხმობის გარეშე მასზე ნადირობა იკრძალებოდა.[8][9] ქარიშხლისა და ზვავების ქალღმერთია დარცა-ნაანა.[5] მან მყინვარწვერზე ჯადოსნური წრე შემოავლო, რომლის გადაკვეთაც არცერთ მოკვდავს შეუძლია. წრესთან მიახლოებისთანავე დარცა-ნაანა უცხოებს მომაკვდინებელ თოვლის ქარიშხალს უგზავნის და უფსკრულში ჩეხავს.[10]
ვაინახური მითოლოგიის სხვა ღვთაებები არიან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.