ბერძნული მითოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევრები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად[1].


ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. V საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ, რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ. ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე, თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ. ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა. 2000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
Remove ads
ღმერთები
Remove ads
დამატებითი ლიტერატურა
- Gantz, Timothy (1993). Early Greek Myth: A Guide to Literary and Artistic Sources. Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-4410-X.
- გრეივზი, რობერტი [1955] (1993). The Greek Myths, Cmb/Rep, Penguin (Non-Classics). ISBN 0-14-017199-1.
- Hamilton, Edith [1942] (1998). Mythology, New, Back Bay Books. ISBN 0-316-34151-7.
- Kerenyi, Karl [1951] (1980). The Gods of the Greeks, Reissue, Thames & Hudson. ISBN 0-500-27048-1.
- Kerenyi, Karl [1959] (1978). The Heroes of the Greeks, Reissue, Thames & Hudson. ISBN 0-500-27049-X.
- Luchte, James (2011). Early Greek Thought: Before the Dawn. Bloomsbury. ISBN 0567353311.
- Morford M.P.O., Lenardon L.J. (2006). Classical Mythology. Oxford University Press. ISBN 0-19-530805-0.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Library of Classical Mythology Texts დაარქივებული 2007-09-15 საიტზე Wayback Machine. translations of works of classical literature
- LIMC-France დაარქივებული 2016-06-25 საიტზე Wayback Machine. provides databases dedicated to Graeco-Roman mythology and its iconography.
- Theoi Project, Guide to Greek Mythology biographies of characters from myth with quotes from original sources and images from classical art
- Martin P. Nilsson, The Mycenaean Origin of Greek Mythology, on Google books
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads