From Wikipedia, the free encyclopedia
ვერგინა (ბერძ. Βεργίνα) — პატარა ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის პერიფერიაში. 2011 წლის ადგილობრივი მმართველობის რეფორმის შედეგად, შედის ვეროიის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა 1977 წელს, როდესაც ბერძენმა არქეოლოგმა მანილოს ანდრონიკოსმა აქ აკლდამები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მაკედონიის მმართველებს ეკუთვნოდათ და როგორც დღეს მიიჩნევენ, მათ შორისაა ფილიპე II-ის, ალექსანდრე მაკედონელის მამის საფლავიც. პირველი ვარაუდი, რომ ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი უძველესი ქალაქი ეგის ნაშთები იყო, 1968 წელს ბრიტანელმა ისტორიკოსმა ნიკოლას ჰამონიდმა გამოთქვა, რაც ანდრონიკოსის აღმოჩენებმა დაადასტურა.
ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ფილიპე II-ის აკლდამის ფასადი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 40°29′00″ ჩ. გ. 22°19′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 780 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 780 ინგლ. • რუს. • ფრ. |
თანამედროვე ვერგინა ქალაქ თესალონიკიდან 80 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, პიერიის მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 120 მეტრზე. მისი მოსახლეობა დაახლოებით 2000 ადამიანია.
1996 წელს, ვერგინას არქეოლოგიური ზონა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.