უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ ჩანოვი (უკრ. Віктор Вікторович Чанов, რუს. Ви́ктор Ви́кторович Ча́нов; დ. 21 ივლისი, 1959, სტალინო, უკრაინის სსრ — გ. 8 თებერვალი, 2017, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სხვადასხვა დროს იცავდა დონეცკის „შახტიორის“,[1][2] კიევის „დინამოს“, ჰაიფას „მაკაბის“, თელ-ავივის „ბნეი იეჰუდას“, კიევის „ცსკა ბორისფენის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1980) დონეცკის „შახტიორის“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სამგზის (1985, 1986, 1990) ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის (1982, 1985, 1987, 1990), საბჭოთა კავშირის სუპერთასის ორგზის (1986, 1987) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1986) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. ევროპის 1988 წლის ვიცე-ჩემპიონი, 1982 წლის ესპანეთის, 1986 წლის მექსიკის და 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986).[3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვიქტორ ვიქტორის ძე ჩანოვი | ||
დაბადების თარიღი | 21 ივლისი, 1959 | ||
დაბადების ადგილი |
სტალინო, უკრაინის სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 8 თებერვალი, 2017 (57 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | კიევი, უკრაინა | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1978–1981 | შახტიორი | 62 | (0) |
1982–1990 | დინამო კიევი | 202 | (0) |
1990–1993 | მაკაბი ჰაიფა | 78 | (0) |
1993–1994 | → ბნეი იეჰუდა | 28 | (0) |
1994–1995 | ცსკა ბორისფენი | 10 | (0) |
სულ | 380 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1982–1990 | საბჭოთა კავშირი | 21 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1995–1996 | ცსკა ბორისფენი (თ.) | ||
1996 | ცსკა ბორისფენი | ||
2006–2007 | დინამო კიევი (თ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1986 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ. ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
1982–1990 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 21 შეხვედრას ატარებს.[6][7]
საბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1982 | 1 | 0 |
1986 | 2 | 0 |
1987 | 2 | 0 |
1988 | 8 | 0 |
1989 | 4 | 0 |
1990 | 4 | 0 |
ჯამში | 21 | 0 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.