უეფა-ს სუპერთასი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
უეფა-ს სუპერთასი (ინგლ. UEFA Super Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ატარებს უეფა. თამაშში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებულები მონაწილეობენ. როგორც წესი, მატჩი ტარდება აგვისტოში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ.
1972–99 წლებში, სუპერთასს ჩემპიონთა თასისა/ლიგისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულები ეცილებოდნენ ერთმანეთს. თასების მფლობელთა თასის გაუქმების შემდეგ ის უეფა-ს თასმა შეცვალა, რომელსაც 2009 წელს უეფა-ს ევროპა ლიგა ეწოდა. ამასთანავე, 1998 წლამდე სუპერთასი 2 მატჩად იმართებოდა, ორივე მონაწილე გუნდის მოედანზე; 1998 წლიდან შეხვედრა წინასწარ გამოცხადებულ არენაზე ტარდება.
გათამაშების ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბები არიან „ბარსელონა“ და „მილანი“. ორივე კლუბს სუპერთასი ხუთჯერ აქვს მოგებული. სულ უეფა-ს სუპერთასი 24 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. მოქმედი გამარჯვებულია „ატლეტიკო მადრიდი“[1].
Remove ads
ისტორია
სუპერთასის ჩატარების იდეა ჰოლანდიელ სპორტულ ჟურნალისტ ანტონ ვიტკამპს დაებადა. ამ დროს ევროპაში „ტოტალური ფეხბურთი“ დომინირებდა, ევროტურნირების მთავარ ფავორიტებად კი ჰოლანდიური კლუბები მიიჩნეოდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვია, თუ რომელი იყო რეალურად ევროპის საუკეთესო კლუბი და კიდევ უფრო გამოეცადა ამსტერდამის აიაქსის შესაძლებლობები, რომელსაც იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ლიდერობდა.
1972 წელს ვიტკამპმა თავისი იდეა აიაქსის ხელმძღვანელობას გააცნო. ხელმძღვანელობამ ეს იდეა მოიწონა და ერთად ციურიხს ეწვივნენ, სადაც უეფას-გან გათამაშებისათვის ოფიციალური სახის მიცემა მოითხოვეს. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ უარი თქვა და სწორედ ამიტომ, 1972 წლის შეხვედრა აიაქსსა და რეინჯერსს შორის, არაოფიციალურად მიიჩნევა.
Remove ads
მატჩები
Remove ads
სტატისტიკა და რეკორდები
კლუბების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოგება და 12-ჯერ დამარცხდნენ. სულ 12 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს სუპერთასის მოპოვება.
გამარჯვებული მწვრთნელები
ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები
ეროვნების მიხედვით
მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads