From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი არწივები (სერბ. Бели орлови / Beli orlovi) — სერბული მოხალისეთა, არარეგულარული ფორმირება, რომელიც მონაწილეობდა ხორვატიისა და ბოსნიის ომებში. 2003 წელს კანონგარეშედ გამოცხადდა სერბეთის რადიკალურ პარტიასთან კავშირების გამო,[1] რასაც თავად თეთრი არწივები და რადიკალთა პარტიის ლიდერი ვოისლავ შეშელი უარყოფენ.[3]
თეთრი არწივები | |
---|---|
თეთრი არწივების ლოგო | |
აქტიური | დაარსდა 1991 |
ქვეყანა | ისფრ |
შემადგენლობა | სერბები |
ტიპი | მოხალისეთა შენაერთი |
როლი | წმენდითი ოპერაციები |
მეტსახელი | შეშელისტები (სერბ. Seseljevci)[1], შურისმაძიებლები (სერბ. Osvetnici)[2] |
მფარველი | საბა სერბი |
თილისმა | ორთავა არწივი |
ბრძოლები | ხორვატიის ომი ბოსნიის ომი |
დაიშალა | აიკრძალა 2003 წელს |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
ვოისლავ შეშელი მირკო იოვიჩი დრაგოსლავ ბოკანი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
პირველი ჰაერსადესანტო ბატალიონის სამკლაური |
დაჯგუფების წევრებს ხშირად უწოდებენ ჩეტნიკებს[4] (სერბი მონარქისტი პარტიზანები), რადიკალებსა (სერბეთის რადიკალურ პარტიასთან კავშირების გამო) და შეშელისტებს (რადიკალური პარტიის ლიდერის გვარიდან). სახელი მოდის სერბეთის ეროვნული სიმბოლოდან, ორთავა თეთრი არწივიდან, რომლის სახელობის ორგანიზაცია პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მონარქისტებმა ჩამოაყალიბეს და ეწეოდნენ პარტიზანულ ომს იოსიპ ბროზ ტიტოს მთავრობის წინააღმდეგ.
თეთრი არწივების ფორმირება აღადგინეს 1991 წლის დასაწყისში დრაგოსლავ ბოკანმა და მირკო იოვიჩმა. დაჯგუფება გაიყო როდესაც ლიდერებმა სხვადასხვა გზები აირჩიეს.[5][6][7] იოვიჩს სურდა "ქრისტიანული, მართლმადიდებლური სერბეთი მუსლიმებისა და ურწმუნოების გარეშე."[8][9] შეშელის მტკიცებით, ჯგუფი მართალია იოვიჩმა დააარსა, მაგრამ შემდგომ მისი წევრები იოვიჩს აღარ ექვემდებარებოდნენ.[10] შეშელი ასევე აცხადებდა, რომ არმიის კონტრდაზვერვა აქტიურად ეხმარებოდა თეთრ არწივებსაც და სერბ მოხალისეთა გვარდიასაც.[11]
თეთრი არწივები მოქმედებდნენ ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, თუმცა ისინი როგორც წესი ბრძოლის შემდეგ, უკვე დაკავებული ტერიტორიის გაწმენდას ახორციელებდნენ და უშუალოდ ბრძოლებში ნაკლებად მონაწილეობდნენ.
იუგოსლავიის ომების განმავლობაში თეთრი არწივები და მისი მსგავსი ფორმირებები (მაგალითად სერბ მოხალისეთა გვარდია) ეთნიკური წმენდებისას შავი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ – ტერიტორიის დაკავების შემდეგ სწორედ ისინი ასრულებდნენ მოსახლეობის დატერორების კამპანიას, რასაც მათ მიერ ქონების დათმობა და გაქცევა უნდა მოჰყოლოდა. სწორედ მსგავს ფორმირებებზე მოდიოდა სამხედრო დანაშაულების ლომის წილი.[12]
ჰააგის ტრიბუნალის კვლევის მიხედვით, თეთრი არწივები მონაწილეობდნენ სერბული ფორმირებები მიერ ჩადენილი სიმხეცეებში[13] ხორვატიისა და ბოსნიის ომებში, კერძოდ ვოჩინთან,[14][15] ვიშეგრადისა[16] და ფოჩას რეგიონებში,[17] გაცკოსთან.[18] და სხვა. თეთრ არწივებს ასევე ჰქონდათ საკონცენტრაციო ბანაკი არასერბებისთვის ლიეშჩეში, ბოსანსკი ბროდთან.[19]
ორგანიზაცია კანონგარეშედ გამოცხადდა 2003 წელს, ჯგუფის ზოგიერთი წევრი გასამართლებული იქნა ამ დანაშაულებისთვის, მაგალითად მილან ლუკიჩს – უვადო, სრედოე ლუკიჩს – 30 წლით, ხოლო მიტარ ვასილევიჩს 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ.[20][21][22][23].
2010 წლის დეკემბერში იგივე სახელის მქონე დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა კოსოვოში მცხოვრები ბოსნიელის, შეფკო სალკოვიჩის მკვლელობაზე, ასევე ჩრდილო კოსოვოში საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაზე და KFOR-ის ძალებზე თავდასხმებზე.[24][25]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.