სერბული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
სერბული ენა — სერბების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს.

Remove ads
დამწერლობა
სერბეთში იყენებენ როგორც კირილურ, ასევე ლათინურ დამწერლობას და მოიცავს 30 ასო–ნიშანს (გრაფემას).
უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება XI საუკუნეს. თანამედროვე ლიტერატურული ენა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის I ნახევარში შტოკავური დიალექტის კილო-კავების საფუძველზე. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სერბი ვუკ კარაჯიჩის და ხორვატი ლიუდევიტ გაის მოღვაწეობას. ლიტერატურული ენის შიგნით არსებობს ტერიტორიული, ძირითადად ლექსიკური განსხვავებანი, რაც გამოწვეულია განვითარების არაერთგვაროვანი პირობებით ხორვატულ და სერბულ ოლქებში. სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის 3 ძირითადი დიალექტია: ჩაკავური, შტოკავური და კაიკავური.
(ვრცელი ინფორმაცია სერბული, ხორვატული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის მთავარი დიალექტებისა და ქვედიალექტების, ისევე როგორც სერბულ, ხორვატულ და ბოსნიურ ვარიანტებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული განსხვავებების შესახებ იხილეთ მთავარი სტატია სერბულ-ხორვატული ენა)
Remove ads
ენის სახელწოდება და სტატუსი
სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) მშობლიურად მიიჩნევს, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს. ეს ფაქტი აისახება ენის ოფიციალურ სახელწოდებაზე.
უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურად და მონტენეგრულადაც.
ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად, მონტე-ნეგრ(ინ)ულად (ან ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.
Remove ads
ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა: Zdravo; Dobar dan
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Dobrodošli
- გმადლობთ: Hvala; Hvala lepo
- კი / არა: Da / Ne
- გეთაყვა: Molim
- ნახვამდის: Do viđenja; Zbogom
რიცხვები
- 1 - jedan, 2 - dva, 3 - trî, 4 - četiri, 5 - pet, 6 - šest, 7 - sedam, 8 - osam, 9 - devet, 10 - deset
რესურსები ინტერნეტში
- Learn Serbian Language Phrases დაარქივებული 2009-02-13 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads