From Wikipedia, the free encyclopedia
თურგაუ (გერმ. Thurgau) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ფრაუენფელდი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 250 640 ადამიანს შეადგენს, რომელთა 45% პროტესტანტია, 36% კი კათოლიკე.[1]
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
თურგაუს კანტონი Kanton Thurgau | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | Frauenfeld | ||||
შიდა დაყოფა | Arbon District, Frauenfeld District, Kreuzlingen District, Münchwilen District და Weinfelden District | ||||
კოორდინატები | 47°35′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1803 | ||||
ფართობი | 991,02 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||||
სალაპარაკო ენები | გერმანული | ||||
მოსახლეობა | 250 640 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 250 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | TG | ||||
ოფიციალური საიტი | tg.ch | ||||
პრეისტორიულ ხანაში კანტონის მიწები ბოდენის ტბის გასწვრივ პფინის კულტურით იყო დასახლებული. რომაულ ხანაში კანტონი რაეტიის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა 450 წლიდან აქ ალემანების დასახლება დაიწყო.
1798 წელს კანტონი ჰელვეციის რესპუბლიკის ნაწილი გახდა, 1803 წელს კი შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში შევიდა.
კანტონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ბოდენის ტბა, გერმანია და ავსტრია; სამხრეთიდან — სანქტ-გალენის კანტონი, დასავლეთით კი ციურიხისა და შაჰფაუზენის კანტონები. ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდინარე რაინს მიუყვება. ფართობი 991 კმ²-ს შეადგენს.
თურგაუს კანტონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებითაა განთქმული. მოჰყავთ ვაშლი, მსხალი და სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული. თურის ხეობაში მისდევენ მევენახეობას.
განვითარებულია მრეწველობაც. მათ შორისაა საგამომცემლო საქმიანობა, ტექსტილი და ხელოსნობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.