From Wikipedia, the free encyclopedia
იენჩენგი (გამარტივებული ჩინური: 盐城, ტრადიციული ჩინური: 鹽城, ფინინი: Yánchéng) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ეს არის ყველაზე დიდი ზომის იურიდიული არეალი მთელი პროვინციის ტერიტორიაზე. იენჩენგს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ლიენიუნკანგი, დასავლეთიდან ხუაიანი, იანგჭოუ და თაიჭოუ სამხრეთ-დასავლეთით, ნანთუნგი სამხრეთით და ყვითელი ზღვა აღმოსავლეთით.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
იენჩენგი 盐城市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ძიანსუ |
შიდა დაყოფა | Tinghu District, Yandu District, Xiangshui County, Binhai County, Funing County, Sheyang County, Jianhu County, Dongtai და Dafeng District |
კოორდინატები | 33°20′54″ ჩ. გ. 120°09′45″ ა. გ. |
ფართობი | 16,920.83 კმ² |
მოსახლეობა | 7,200,000 კაცი |
სიმჭიდროვე | 430 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 515 |
საფოსტო ინდექსი | 224000 |
საავტომობილო კოდი | 苏J |
ოფიციალური საიტი | yancheng.gov.cn |
იენჩენგი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მარილის ქალაქი“. ეს ტერმინი ქალაქის მიმდებარე ზღვის მარილის არსებობითაა განპირობებული. 2010 წლის ჩინეთის ეროვნული მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 8 203 728 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 7 260 240 იენჩენგის მუდმივი მაცხოვრებელია.[1] ქალაქის ურბანული ნაწილი თინგხუსა და იენტუს რეგიონებისაგან შედგება, სადაც 1 615 717 ადამიანი ცხოვრობს.
იენჩენგის ისტორია 2 100 წელს მოიცავს. 2 100 წლის წინ, ძველი წელთაღრიცხვით 119 წელს, თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე ხანის დინასტიის დაქვემდებარების ქვეშ დაარსდა პირველი კანტონი. მას სახელი მარილის საბადოების არსებობის გამო ეწოდა, რაც ქალაქის მიმდებარედ მდინარეებში დიდი რაოდენობით იყო. იენჩნეგი სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „მარილის ქალაქი“. მოგვიანებით ქალაქში დასახლდა ფან ჭონგიენი (ცნობილი პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, სამხედრო სტრატეგისტი). ქალაქში ასევე ცხოვრობდა ში ნაიანი, ცნობილი ნოველების ავტორი.[2]
იენჩენგი ყურადღების ცენტრში ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში აღმოჩნდა, რაც 1930-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე მიმდინარეობდა. ახალმა მეოთხე არმიამ, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია მართავდა, იენჩენგის მიმდებარედ ჩასაფრების შედეგ, წარმატებას მიაღწია. ამ არმიამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. ახალი მეოთხე არმიის გმირების პატივსაცემად იანჩენგში არაერთი მონუმენტი არსებობს.[2]
დიდი აფეთქება და ხანძარი იყო იენჩენგის სიანგშუის ქიმიური ობიექტის ტერიტორიაზე 2019 წლის მარტში, რასაც 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო 94 ადამიანმა. ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა 640 შემთხვევაში და პაციენტები 16-მდე საავამყოფოში იყო გადანაწილებული. ეს ობიექტი იმართებოდა თიენძიაის ქიმიური კომპანიის (江苏天嘉宜化工有限公司) მიერ, რომელიც დაწესებულებას სასუქისა[3] პესტიციდების დასამზადებლად იყენებდა.[4] თიენძიაის ქიმიური კომპანია წარსულში ექვსჯერ იყო დაჯარიმებული დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის კანონების დარღვევისთვის.[5] China Daily-ის ინფორმაციით კომპანია დაჯარიმებული იყო უსაფრთხოების ზომების გამოც.[6]
2007 წლის 27 ნოემბერს აფეთქება მოხდა ჩენძიაკანგის ქიმიური ზონის (陈家港生态化工园区) ერთ-ერთ ქარხანაში. შედეგად გარდაიცვალა შვიდი და დაშავდა 50-მდე პირი.[7][8] 2010 წლის 23 ნოემბერს 30-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა მომწამლავი გაზის გაფრქვევის შედეგად.[9][10] 2011 წლის 11 თებერვალს, დილით, მომწამლავი აირის გაფრქვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად იენჩენგის დაქვემდებარებაში არსებული ჩენძიაკანგისა და შუანგკანგის (双港镇) 10 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა პანიკის გამო ქალაქი დატოვა. შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.[9] 2011 წლის 18 მაისის საღამოს და ასევე 26 ივლისს ადგილობრივ ქარხანაში აფეთქებები მოხდა.[11]
იენჩენგი მოიცავს სანაპირო ზოლის 582 კილომეტრს, რაც მთლიანად პროვინციის სანაპირო ზოლის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. მეზოლითის პერიოდის დასრულების შემდეგ, ტრანსგრესიის გამო ტერიტორია თითქმის მთლიანად შეიცვალა, დაშრა ყურე. შედეგად ასევე გაფართოვდა იანძისა და ხუაის მდინარეების კალაპოტი. 1128 წლიდან ყვითელი მდინარისა და ხუაის შეერთების ადგილი შეიცვალა.
ძიანსუს ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილების მსგავსად, იენჩენგისათვ ის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa/Cwa). ქალაქის კლიმატზე გავლენას ახდენს აღმოსავლეთ აზიის მუსონები. საშუალო ტემპერატურა იანვარში 1.7°C-დან ივლისში 26.9°C-მდე იზრდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 14.68°C-ს შეადგენს.[12] ნალექების უმეტესობა ქალაქში ივლისიდან აგვისტომდე მოდის.[12]
ჰავის მონაცემები — იენჩენგი (1981-2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 6.1 | 8.2 | 12.7 | 19.2 | 24.9 | 28.2 | 30.8 | 30.4 | 26.8 | 22.1 | 15.4 | 8.8 | 19.5 |
საშუალო დღიური °C | 1.7 | 3.5 | 7.6 | 13.6 | 19.3 | 23.4 | 26.9 | 26.5 | 22.4 | 16.9 | 10.3 | 4.0 | 14.7 |
საშუალო დაბალი °C | −1.7 | −0.1 | 3.6 | 8.8 | 14.6 | 19.6 | 23.8 | 23.4 | 18.9 | 12.9 | 6.3 | 0.4 | 10.9 |
საშუალო ნალექი (მმ) | 30.4 | 34.2 | 53.6 | 52.1 | 77.7 | 121.2 | 228.7 | 172.9 | 106.4 | 50.1 | 50.3 | 24.1 | 1 001,7 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 73 | 74 | 74 | 75 | 76 | 79 | 85 | 86 | 81 | 76 | 75 | 72 | 77 |
წყარო: China Meteorological Administration[12] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.