აღმოსავლეთი

From Wikipedia, the free encyclopedia

აღმოსავლეთი
Remove ads

აღმოსავლეთი (აღმოსავლეთის წერტილი) — ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ჩრდილოეთისაკენ, პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარჯვნივ. აღინიშნება O (გერმ. Ost) ან E (ინგლ. East) ასოთი. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ამოდის. ერთ-ერთია ცის ეკვატორისა და ჭეშმარიტი ჰორიზონტის გადაკვეთის ორ წერტილს შორის.

Thumb
ჰორიზონტის წერტილი — აღმოსავლეთი, რომელიც მარჯვნივაა განთავსებული (E)
Remove ads

გეოგრაფიული ორიენტაცია

აღმოსავლეთში იგულისხმება ტერიტორია, რომელიც რუკაზე ჩვენგან მარჯვნივ არის განთავსებული. იგი თავისი შინაარსით დასავლეთის წერტილის საპირისპიროა.

მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკაზე ვრცელი ბუნებრივი მხარეები, რომლებიც ნულოვანი მერიდიანის მარჯვნივაა განთავსებული გეოგრაფიაში აღმოსავლეთი წერტილები (ან ბუნებრივი მხარეები) ეწოდება. ნულოვანი მერიდიანი ერთგვარად „ხიდია“ დასავლეთისა და აღმოსავლეთის წერტილებს შორის. ნულოვანი მერიდიანის მარჯვნივ (ე.ი. აღმოსავლეთით) მდებარეობს ევროპის, აფრიკისა და ანტარქტიდის ვრცელი მონაკვეთები; მთლიანად აზია და ავსტრალია. აქვეა წყნარი და ინდოეთის ოკეანე მრავალი კუნძულებითურთ.

ისევე როგორც სხვა ჰორიზონტის წერტილები, აქაც გვექნება სივრცეები, რომლის აღნიშვნა შესაძლებელია კონკრეტულად ტაქსონომიურად უფრო მცირე ტერიტორიების წერტილების გამოსავლენად. გეოგრაფიულ ლიტერატურაში არსებობს მრავალი ისეთი ფიზიკურ-გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც წინ ცნება „აღმოსავლეთი“ აქვს დართული. ასეთებია: აღმოსავლეთი ალპები, აღმოსავლეთი კავკასიონი, აღმოსავლეთი სიერა-მადრე, აღმოსავლეთი ციმბირი და ა.შ.

აღმოსავლეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები — სამხრეთი და ჩრდილოეთი, რომლებიც უფრო დეტალურად დაადგენენ მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში ამა თუ იმ ტერიტორიას.

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა


ჰორიზონტის მხარეები
  ჩრდილოეთი  
დასავლეთი აღმოსავლეთი
  სამხრეთი  
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads