ისლამური ფემინიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამური ფემინიზმი — ფემინიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ქალების როლთან ისლამში. ის მიმართულია ყველა მუსულმანის თანასწორობისკენ, განუსაზღვრელად სქესისა, საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებისა. ისლამური ფემინისტები გამოდიან ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასაცავად ისლამზე დაფუძნებით.[1] ამ მიმართულების წარმომადგენლები მიისწრაფვიან ხაზი გაუსვან სწავლების ღრმა ფესვებს თანასწორობაზე რელიგიაში და შექმნან თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება.
ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურები და პრემიერ-მინისტრები ხდებიან ქალები: ბენაზირ ბჰუტო პაკისტანში, მამე მადიორ ბოიე სენეგალში, ტანსუ ჩილერი თურქეთში, კაჩუშა იაშარი კოსოვოში და მეგავატი სუკარნოპუტრი ინდონეზიაში.