From Wikipedia, the free encyclopedia
იუკატანი — ნახევარკუნძული ცენტრალურ ამერიკაში. ერთმანეთისაგან გამოყოფს მექსიკის ყურესა და კარიბის ზღვას. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია მექსიკის შტატებს: იუკატანს, კამპეჩესა და კინტანა-როოს. სამხრეთით მდებარეობს სახელმწიფოები: გვატემალა და ბელიზი.
იუკატანის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 18°50′42″ ჩ. გ. 89°07′32″ დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა, გვატემალა, ბელიზი |
აკვატორია | მექსიკის ყურე, კარიბის ზღვა |
IV-დან X საუკუნემდე იუკატანი იყო მაიას ცივილიზაციის ცენტრი. შემორჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური არტე-ფაქტები, რომელთაგან ყველაზე უკეთ ცნობილია ქალაქი ჩიჩენ-იცა, უშმალი, ტულუმი და სხვა.
პირველი ევროპელები ნახევარკუნძულის ნაპირებზე გადასხდნენ 1517 წელს. ესენი იყვნენ ესპანელი კონკისტადორები ფრანსისკო კორდოვა და ხუან დე გრიხალვა. მათ იუკატანის დაპყრობა დაამთავრეს 10 წელიწადში და დედაქალაქად აირჩიეს დღევანდელი მერიდა. ნახევარკუნძულის ადმინისტრაცია ხელიდან ხელში გადადიოდა ახალ ესპანეთსა და გვატემალას შორის. 1822 წლიდან იუკატანი შევიდა დამოუკიდებელი მექსიკის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.