იფნარი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
იფნარი[2][3] (აფხ. Аџьрҩара[4] [აჯრჳარა]; ყოფილი სომხურიხეობა — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 60 მ, გაგრიდან 15 კმ, ბზიფიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იფნარი. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
იფნარი აფხ. Аџьрҩара | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არაფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბზიფი |
კოორდინატები | 43°13′55″ ჩ. გ. 40°19′18″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 5166[1] კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.