კლდოვანი ქედი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლდოვანი ქედი (რუს. Скалистый хребет) — მეწინავე ქედი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთი კალთის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. სიგრძე 375 კმ, სიმაღლე დასავლეთით 1200-1700 მ, აღმოსავლეთით 3000 მ-მდე, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3646 მ (მთა ყარაკაია). კლდოვანი ქედი წარმოადგნეს კირქვებით აგებულ კუესტას. სამხრეთი კალთა ციცაბო, ჩრდილოეთი — დამრეცი. კლდოვანი ქედი დანაწევრებულია ცალკეულ მასივებად. უმაღლეს ნაწილში გვხვდება ძველი გამყინვარების ნიშნები (ცირკები, მორენები). განვითარებულია კარსტი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. სამხრეთ კალთებზე ტყის ზევით მთის მდელოები და სტეპია.
სწრაფი ფაქტები კლდოვანი ქედი ...
კლდოვანი ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′33″ ჩ. გ. 43°24′40″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | ყარაკაია |
სიმაღლე | 3646 მ |
სიგრძე | 931 კმ |
დახურვა