From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაკობა ფრანცისკა მარია კობი სმულდერსი[1] (ინგლ. Jacoba Francisca Maria Cobie Smulders; დ. 3 აპრილი, 1982, ვანკუვერი, კანადა[2]) — კანადელი მსახიობი და მოდელი. სახელი გაითქვა სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული რობინ შერბაცკისა და „S.H.I.E.L.D.-ში“ შესრულებული მარია ჰილის როლებით.
კობი სმულდერსი დაიბადა 1982 წლის 3 აპრილს ვანკუვერში, ბრიტანულ კოლუმბიაში, კანადაში. იგი მამის მხრიდან ჰოლანდიელია, ხოლო დედის მხრიდან ბრიტანელი. მას სახელი დიდი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, რომელსაც მეტსახელად „კობის“ უწოდებდნენ, რის გამოც მანაც მეტსახელად „კობი“ დაირქვა[3]. აღსანიშნავია, რომ მას ოთხი და ჰყავს: მელისა, ემი, ფიონა და ჯულია[4].
მან ვანკუვერის საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც ვიქტორიას უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა საზღვაო ბიოლოგიის განხრით[5].
მისი სამსახიობო დებიუტი 2002 წელს ტელე-სერიალ „ჯერემიში“ შესრულებული დებორას როლით შედგა, სადაც იგი მიწვეული მსახიობი იყო. ამის შემდეგ იგი რამდენიმე პატარა ფილმში გადაიღეს, რის შემდეგაც 2005 წელს დაამტკიცეს სერიალ „The L Word-ში“ ლაით ოსტინის როლზე. ამას მოჰყვა 2005 წელსვე CBS-ის სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, რობინ შერბაცკის როლზე დამტკიცება.
რობინ შერბაცკის როლი მისთვის განსაკუთრებული პოპულარობისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა. სერიალის გადაღებები 2014 წელს დასრულდა, სადაც კობი თითქმის ყველა სერიაში თამაშობდა. სერიალში იგი კანადელი რეპორტიორის, რობინ შერბაცკის როლს თამაშობს, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში ვერ ერკვევა უყვარს თუ არა მთავარი გმირი, ტედ მოსბი, თუმცა საბოლოოდ მაინც მასთან რჩება. ამ როლის გამო იგი ორჯერ იქნა წარდგენილი (2013, 2014 წლებში) სამსახიობო ჯილდოზე. 2013 წელს მოიგო Entertainment Weekly-ის ჯილდო, თუმცა 2014 წელს ნომინირებულ „ხალხის რჩეული მსახიობის“ ჯილდოზე ვერ გაიმარჯვა, რადგან ჯილდო ელისონ ჰანიგანს გადაეცა ასევე სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ შესრულებული ლილი ოლდრინის როლისათვის.
2016 წელს კობიმ ითამაშა კომედიურ დრამაში „ინტერვენცია“. ამავე წელს, ტომ კრუზთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „ჯეკ რიჩერი: არასოდეს დაბრუნდე უკან“[6].
2017-2019 წლებში Netflix-ის სერიალში „კოლეჯის მეგობრები“ შეასრულა ლიზა ტურნერის როლი. 2020 წლიდან იგი ახმოვანებს ანიმაციური სერიალის „სიმფსონების“ პერსონაჟ ჰიდრანგეას.
კობი სმულდერსი 2009 წლის იანვარში მსახიობ ტარან კილამზე დაინიშნა[7], რომელზეც იგი 2012 წლის 8 სექტემბერს დაქორწინდა კალიფორნიაში[8]. ამის შემდეგ წყვილი ერთად დასახლდა ნიუ-იორკში[9]. კობისა და ტარანს ორი გოგონა ჰყავთ: შეილინი (დ. 16 მაისი, 2009) და ჯოილი (დ. 4 იანვარი, 2015)[10][11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.