Entertainment Weekly

From Wikipedia, the free encyclopedia

Entertainment Weekly
Remove ads

Entertainment Weekly (შემოკლებით EW) — ყოველკვირეული ამერიკული გასართობი ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს Time Inc.. ეძღვნება კინოს, ტელევიზიას, მუსიკას, ბროდვეის თეატრს და პოპულარული კულტურის სხვა ობიექტებს.

სწრაფი ფაქტები მოკლე სათაური, სპეციალიზაცია ...

განსხვავებით ცნობილ ადამიანებზე ორიენტირებული გამოცემებისგან — Us Weekly, People (EW-ის დობილი ჟურნალი) და In Touch WeeklyEW ძირითადად კონცენტრირებულია გასართობი მედიის ახალ ამბებზე და პროფესიონალურ რეცენზიებზე. თემატურად ემსგავსება ისეთ ყოველკვირეულ ჟურნალებს, როგორებიც არიან Variety და The Hollywood Reporter, მაგრამ ნაკლებად სპეციალიზებულია, მოიცავს უფრო ფართო აუდიტორიას.

Remove ads

ისტორია

შეიქმნა 1990 წელს ნიუ–იორკელი ჟურნალისტის, ჯეფ ჯარვისის, მიერ როგორც მსოფლიო პოპ–კულტურის მოწინავე მიმომხილველი. პირველი ნომრის გარეკანზე გამოსახული იყო კანადელი ქანთრი–შემსრულებელი კეთრინ დონ ლანგი. 1992 წლის შუამდე სათაური „Entertainment” იწერებოდა პატარა ასოთი. უკვე 2003 წელს ჟურნალის ტირაჟმა კვირაში 1,7 მილიონ ასლს გადააჭარბა, 2006 წლის მარტში მთლიანად შეიცვალა ორიგინალური დიზაინი, გახდა უფრო თანამედროვე. ჟურნალი ვრცელდება საფოსტო გამოწერით. ამის გარდა, მოქმედებს ოფიციალური საიტი, რომელსაც მართავს სინდი სტივერსი,[2] სადაც რეგულარულად იდება ახალი ამბები, საინტერესო ვიდეოები და ფოტოსურათები. ასევე ინახება ძველი სტატიების და ინტერვიუების არქივი, ცნობილ ავტორებს მიჰყავთ ბლოგები და სვეტები.

ყოველწლიურად ჟურნალი გადასცემს პრემია Ewwy Award–ს, სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების საუკეთესო ტელევიზიური სერიალების ჯილდოს.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads