კომაგენეს სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
კომაგენეს სამეფო (ბერძ. Βασίλειον τῆς Kομμαγηνῆς) — ყოფილი სამეფო[1][2] ელინიზმის[3] ხანაში, რომელიც მდებარეობდა ყოფილი ქალაქის, სამოსატას გარშემო, ეს ქალაქი იყო სამეფოს დედაქალაქიც. ამ ქალაქის ძველი დასახელების ქუმუხის გამო ეწოდა სამეფოს კომაგენე[4]. კომაგენეს სამეფო მდებარეობდა სომხეთის, პართიის, სირიისა და რომის სამეფოებს შორის[5]. მის მმართველ ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთის მმართველ ორონტიდების დინასტიასთან. სამეფოს ტერიტორიაზე თანამედროვე თურქეთის პროვინციები: ადიამანი და გაზიანთეფი მდებარეობენ[6].
კომაგენეს სამეფო Βασίλειον τῆς Kομμαγηνῆς | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | სამოსატა | |||
ენა | ბერძნული (ოფიციალური), სომხური, არამეული, სპარსული | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
ცოტა რამაა ცნობილი ძვ. წ. II საუკუნეში კომაგენეს სამეფოს დაარსების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს კომაგენე ჩამოყალიბდა უფრო დიდი სახელმწიფოს ნაწილზე, რომელსაც მოიცავდა სოფენეს სამეფოს. მოგვიანებით კომაგენეს მეფეები გახდნენ სომხეთის მმართველი ორონტიდების დინასტიასთან დაახლოებული პირები, აქედან გამომდინარეობს კავშირი სომხეთის სამეფოსთან, თუმცა ამ ცნობები დაუზუსტებელია[7].
ეს კონტროლი ძვ. წ. 163 წლამდე გაგრძელდა, სანამ ადგილობრივმა სატრაპიის მმართველმა პტოლემეოსმა სელევკიდების სახელმწიფოს მმართველი ანტიოქე IV ეპიფანეს[7] სიკვდილის შემდეგ თავი დამოუკიდებელ მმართველად არ გამოაცხადა. კომაგენეს სამეფომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ახალი წელთაღრიცხვის 17 წლამდე შეძლო. ამ წელს იგი იმპერატორმა ტიბერიუსმა დაიპყრო და მას შემდეგ ის რომის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო. კომაგენეს სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა ანტიოქე IV-მ (კომაგენეს სამეფოს მეფე) მოახერხა, რომელიც ტახტზე იმპერატორმა კალიგულამ დააბრუნა, თუმცა მისმა მემკვიდრემ კლავდიუსმა ისევ გააუქმა მისი მეფობა. ამჯერად დამოუკიდებლობა 72 წლამდე გაგრძელდა, როცა იმპერატორმა ვესპასიანე ფლავიუსმა სამეფო საბოლოოდ არ გახადა რომის პროვინცია[8].
ნემრუტ-დაღზე აღმოჩენილია საკურთხევლის ნაშთი, რომელიც კომაგენეს სამეფოს მეფე ანტიოქ I-ის ბრძანებით აიგო. საკურთხეველში აღმოჩენილია ბერძნულ-ირანული ღვთაებების ფიგურები[9]. ნემრუტ-დაღი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რიცხვში.