ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1903, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი, 1944, მოსკოვი) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971).
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1903 |
დაბადების ადგილი | ხვარბეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 21 თებერვალი, 1944[1] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | წითელი არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1921 — 1944 |
წოდება | გენერალ-პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები |
სამოქალაქო ომი რუსეთში პოლონეთის კამპანია მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი |
მისი მშობლები იყვნენ მამა მეშჩანინი ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე, დედა ნინო პავლეს ასული ქაჯაია. ნიკოლოზ ლესელიძე ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე იყო.
1912—1913 წლებში მუშაობდა ჩაქვის ჩაის პლანტაციაში მუშად საუფლისწულო მამულის უწყებაში. მოგვიანებით ლესელიძეების ოჯახი სოფელ ხვარბეთიდან ქალაქ ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად, ნინო ქაჯაიას მამის მიერ ნაჩუქარ სახლში, ბათუმის ქუჩაზე. ამ დროს 1913—1917 წლებში კონსტანტინე სწავლობდა სოფელ ზვანის ორკლასიან სასწავლებელში. 1917—1919 წლებში სწავლობდა ოზურგეთის ორკლასიან დაწყებით სკოლაში, 1919—1921 წლებში ოზურგეთის გიმნაზიაში და 1921 წელს მაისში დატოვა მეხუთე კლასი.
1920 წელს გახდა კომკავშირის წევრი. 1921 წლის მაისში გახდა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი. იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი. 1922-1925 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური. 1924 წელს ჩააბარა გამოცდები ნორმალური საარტილერიო სკოლის კურსებზე. ამავე პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში ანტი-საბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში.
1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად და გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926—1927 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწე. 1927—1928 წლებში იყო კავკასიის წითელდროშოვანის არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური. 1928-1929 წლებში განაგრძო სწავლა, იყო მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების სმენელი დეტსკოე სელოში.
1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანის არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად. 1930 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად. 1931-1937 წლებში იყო კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი. 1937—1938 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი. ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი.
1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად.
დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას.
1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით.
1944 წლის 14 თებერვლიდან ლესელიძე იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს.
გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
იოსებ სტალინი მის შესახებ ამბობდა „ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა.“[2][3] ლეონიდ ბრეჟნევი აღნიშნავდა:
„მე მომიხდა მებრძოლა ერთ-ერთ უნიჭიერეს საბჭოთა მხედართმთავართან — მე-18 არმიის სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ძალიან მალე მჟღავნდება ადამიანის ბუნება, იქ მაშინვე იგებ, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამახსომდა როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მტრისთვის მკაცრი და მეგობრებისათვის გულუხვი, პატიოსანი კაცი, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულმგზნებარე[4]“ |
სამამულო ომის პირველ დღიდანვე ვალერიან ნიკოლოზის ძე ლესელიძე შედის წითელ არმიის რეგებში და იღებდა მონაწილეობას ქერჩში როგორც ნაღმმტყორცნის გათვლის მეთაური (მოქმედი წითელი არმია საველე საფოსტო სადგური 251 ქვედანაყოფი 33), 1941 წელს დამლევს დაიჭრა და მკურნალობდა კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალში, გამოჯანსაღების შემდეგ გაიგზავნა ნაწილში ქერჩის რაიონში, სადაც უგზოუკლოდ დაიკარგა (224-ე ქართული მსროლელი დივიზია).
კ. ნ. ლესელიძის ძეგლი ბრინჯაოსია, შესრულებულია 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძის მიერ და აღმართულია მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე დაბა ლესელიძეში 1975 წელს.
კ. ნ. ლესელიძის ძეგლის საზეიმო გახსნა მოხდა საბჭოთა არმიის გამარჯვების 30 წლისთავის დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:
აფხაზეთის ომის დროს 1992 წლის სექტემბერში ქ. გაგრის დაცემის შემდეგ სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის ძეგლიც. ძეგლის შემდგომი ბედი უცნობია.
კ. ნ. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.
თბილისში, კოტე აფხაზისა (ყოფ. ლესელიძის) და ვერცხლის ქუჩების კუთხეში, სკვერში დგას კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი (1945, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე).[6]
კიდევ ერთი ძეგლი დგას გმირი კურსანტების ქუჩაზე, ყოფილი მეოთხმოცე პროფსასწავლებლის წინ. [წყარო არ არის მითითებული 258 დღე]
ჯილდოები
სამხედრო წოდებები
ფილმები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.