ჩაქვი

დაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia

ჩაქვი
Remove ads

ჩაქვიდაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (დაბა ჩაქვი, სოფლები: ბუკნარი, სახალვაშო). ჩაქვში არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6720 კაცი.[1] ჩაქვი შავი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. დაბაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
Remove ads

გეოგრაფია

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მ, ქობულეთიდან 12 კმ. დაბაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. დაბაში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 12 000 ლ/დ.[2]

ისტორია

ადამიანს ჩაქვში ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი. ჩაქვი შედიოდა გურიის სამთავროში 1720-იან წლებამდე. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3]

1878 წლიდან შეიერთა რუსეთის იმპერიამ. ჩაქვი ქართული მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. 1885 წელს ინჟინერ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სოლოვცოვმა (Александр Александрович Соловцов, გ. 1896) გამოიწერა ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა ჩაის პლანტაცია. 1890-იან წლებში რუსმა მეწარმე პოპოვმა ჩაქვში, კაპრეშუმსა და სალიბაურში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. მანვე 1899 წელს ააშენა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა. 1895 წელს საუფლისწულო საზოგადოებამ ჩაქვში 16 ჰექტარზე გააშენა პლანტაცია. ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. ჯონჯაო და ჩაქვის პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული.[4]

დაბის სტატუსი მიიღო 1954 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეჩაიეობის და მეციტრუსეობის მეურნეობები, ჩაის ოთხი ფაბრიკა, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, პოლიკლინიკა და საავადმყოფო.

Remove ads

დემოგრაფია

მეტი ინფორმაცია აღწერის წელი, მოსახლეობა ...

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads