![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5b/Carol_10.jpg/640px-Carol_10.jpg&w=640&q=50)
კრაიოვა
ქალაქი რუმინეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
კრაიოვა (რუმ. Craiova) — რუმინეთის სიდიდით მე-6 ქალაქი და დოლჟის ჟუდეცის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ჟიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ოლტენიის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქი არის პოლიტიკური ცენტრი და ის თითქმის თანაბრადაა დაშურებული სამხრეთ კარპატებიდან და მდინარე დუნაიდან. კრეიოვა არის მთავარი კომერციული ქალაქი ბუქარესტის დასავლეთით და ოლტენიას ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ქალაქი რეგიონალური სავაჭრო ცენტრია, მიუხედავად 1790 წელს მომხდარი მიწისძვრისა, 1795 წელს ჭირისა და 1802 წელს თურქეთის თავდასხმისა, რომლის დროსაც იგი დაიწვა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კრაიოვა Craiova | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 44°20′00″ ჩ. გ. 23°49′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ლია ოგლიტუცა ვასილესკუ | ||
ფართობი | 81.41 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||
მოსახლეობა | 269 506 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 2 994 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 200xxx | ||
ოფიციალური საიტი | primariacraiova.ro/ro | ||
დახურვა
ქალაქი მართავს რვა სოფელს: ფაკაი, მოფლენი, პოპოვენი, შიმნიკუ დე ჟოს, ჩერნელე, ჩერნელელე დე სუს, იზვორუ რეჩე და როვინე. 1996 წლამდე ბოლო ოთხი დასახლება იყო ცალკე კომუნა, რომელსაც ერქვა ჩერნელე.