From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტინა ჰესენელი (გერმ. Christine von Hessen, დან. Christine af Hessen; დ. 29 ივნისი, 1543 — გ. 13 მაისი, 1604) — ჰესენის ლანდგრაფ ფილიპე I-ის ასული. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია როგორც ადოლფ I-ის მეუღლე.
კრისტინა ჰესენელი | |
---|---|
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია | |
დაიბადა |
29 ივნისი, 1543 კასელი, ჰესენი |
გარდაიცვალა |
13 მაისი, 1604, (60 წლის) კილი, დანია |
მეუღლე(ები) | ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | 10 შვილი |
მამა | ფილიპე I, ჰესენის ლანდგრაფი |
დედა | კრისტინა საქსონიელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
კრისტინა დაიბადა 1543 წლის 29 ივნისს კასელში. იგი იყო ჰესენის ლანდგრაფ ფილიპე I-ისა და მისი ცოლის, კრისტინა საქსონიელის ასული. იგი თავისი მამიდისგან, საქსონიის დაქვრივებული ჰერცოგინია ელიზაბეთ ჰესენელისაგან მკაცრ პროტესტანტულ განათლებას იღებდა.
თავდაპირველად კრისტინა შვედეთის მეფე ერიკ XIV-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის გამოც იგი ცოლად დანიის მეფე ფრედერიკ I-ის ვაჟს, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფს შერთეს. მისი ქორწილი მთელს ევროპაში გახდა ცნობილი არა დახვეწილობით, პომპეზურობით, ან სულაც გემოვნებით, არამედ სკანდალით, სადაც სტუმრებმა ბანკეტზე ზედმეტი ალკოჰოლი მიიღეს და შემდგომ კონფლიქტი ჩამოაგდეს. 1565 წელს კრისტინასა და ადოლფის რეზიდენცია — გოტორპის სასახლე ხანძარმა გაანადგურა.
როგორც დანიის სამეფო ოჯახის წევრი და ჰერცოგინია, კრისტინა აფინანსებდა ახალი სკოლებისა და ეკლესიების მშენებლობას. ამასთან იგი აფინანსებდა ღარიბ და ნიჭიერ სტუდენტებისაც. იგი ყოველთვის იყო დაინტერესებული მედიცინით, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მედიცინის დახვეწას.
1586 წელს, დაქვრივების შემდეგ, ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო მეფე ფრედერიკ II-მ მიისაკუთრა, კრისტინა კი მის ტახტზე თავისი ვაჟის უფლებებს იცავდა, რაშიც გალია უკანასკნელი წლები.
კრისტინა ჰესენელი გარდაიცვალა 1604 წლის 13 მაისს, კილში.
1564 წლის 17 დეკემბერს კრისტინა ცოლად გაჰყვა ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფ დანიელს, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.