![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
კულაკთაუ
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
კულაკთაუ — კლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, უღელტეხილებს — ტვიბერსა და ყვითლოდს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 4143 მ. კულაკთაუ აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. კალთების ძირას იწყება მყინვარები. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
სწრაფი ფაქტები კულაკთაუ ...
კულაკთაუ | |
---|---|
კოორდინატები: 43°07′29″ ჩ. გ. 42°55′44″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4143 მ |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქალი და გრანიტოიდი |
დახურვა