From Wikipedia, the free encyclopedia
ლაპეენრანტა[1] (ფინ. Lappeenranta), ასევე ვილმანსტრანდი (შვედ. Villmanstrand) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ფინეთში, აღმოსავლეთი ფინეთის გუბერნიაში, სამხრეთ კარელიის ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ისტორიული პროვინცია კარელიის დასავლეთ ნაწილში, საიმას ტბის სამხრეთ სანაპიროსთან, რუსეთ-ფინეთის საზღვრის მახლობლად. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 72 391 ადამიანს შეადგენდა, ამ მონაცემებით იგი ფინეთის ქალაქებს შორის 30-ე ადგილზეა.
ქალაქი და მუნიციპალიტეტი | |||
---|---|---|---|
ლაპეენრანტა Lappeenranta | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
გუბერნია | სამხრეთი ფინეთი | ||
რეგიონი | სამხრეთი კარელია | ||
კოორდინატები | 61°03′30″ ჩ. გ. 28°11′10″ ა. გ. | ||
მმართველი | კიმო იარვა | ||
დაარსდა | 1649 | ||
ადრეული სახელები | ლაპვედენრანტა | ||
ფართობი | 1756 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური ენა|ფინური | ||
მოსახლეობა | 72 391 კაცი (2013) | ||
სიმჭიდროვე | 50.5 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 53100 | ||
ოფიციალური საიტი | lappeenranta.fi | ||
ლაპეენრანტის მოსახლეობის წინაპრები ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდის დასასრულიდან დასახლდნენ დღევანდელი საიმას ტბის ნაპირებზე. მათ ააშენეს საკუთარი სახლები სილიან სანაპირო ზოლზე. რკინის ხანის დასაწყისში ლაპეენრანტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღევანდელი რამდენიმე სოფლის ადგილას, უკვე არსებობდა მუდმივი დასახლებები. ნაპოვნია ძველიკარელიური და შუა საუკუნეების სამარხები.
XVI საუკუნეში დასახლება ფიჭვის ფისისა და კუპრის ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.