უნგრეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
უნგრეთი (უნგრ. Magyarország) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.[7] მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, ნატოს, ეთგოს, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ენათა ოჯახის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.[8]
Remove ads
ისტორია
მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმა შეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.
Remove ads
გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია.
გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1014 მ).
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.
ადმინისტრაციული დაყოფა

უნგრეთი დაყოფილია 7 რეგიონად, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია მედიებად (ოლქი). მედიების რაოდენობა ცხრამეტს შეადგენს. თითოეულ მედიას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დასახელება როგორც წესი არ ემთხვევა მედიის დასახელებას.
დემოგრაფია
- მოსახლეობა - 9,803,837 (2016), მათ შორის 98.3% უნგრელები, 3.2% ბოშები, 1.8% გერმანელები, 0.4% რუმინელები.
- სახელმწიფო ენა: უნგრული.
- რელიგია: კათოლიციზმი - 70 %, პროტესტანტიზმი - 25 %.
- დედაქალაქი - ბუდაპეშტი (1,769 ათასი).
- ქალაქები - დებრეცენი (210), მიშკოლცი (183), სეგედი (173), პეჩი (164).
ეკონომიკა
- რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5280 $.
- ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
- ვალუტა - ფორინტი (HUF).
ღირსშესანიშნაობები
- ბუდაპეშტი - დუნაის სანაპირო და ციხის კვარტალი, პარლამენტის შენობა (XIX ს.), ეროვნული მუზეუმი;
- ეკლესიები იაკში (XIII ს.) და ნიირბატორში (XV ს.).
- ესტერჰაზის სასახლე ფერშედში (XVIII ს.).
- ტაძრები ტატში (XVIII ს.) და პეჩში (XI ს.).
- ტრადიციული სოფელი ჰოლოკო.
- სენტენდრე.
- ბალატონის ტბა.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads