From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-გუაირა (ესპ. La Guaira) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, ვარგასის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 4 მ სიმაღლეზე. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. ამ უკანასკნელს უკავშირდება სარკინიგზო ხაზითა და საავტომობილო გზებით.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლა-გუაირა La Guaira | |||||
ქალაქის სანაპირო | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ვარგასი | ||||
კოორდინატები | 10°36′00″ ჩ. გ. 66°55′59″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1589 | ||||
ფართობი | 1497 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 270.792 კაცი (2009) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 212 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1160 | ||||
ოფიციალური საიტი | vargas-vargas.gov.ve | ||||
2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 270.792 კაცს. ქალაქი და პორტი ძლიერ დაზარალდა 1999 წლის დეკემბერში მომხდარი ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად, რომელიც შეეხო რეგიონის დიდ ნაწილს. დაზარალდა პორტიც. ექსპორტს შეადგენს კაკაო, ყავა და თამბაქო. ლა-გუაირა წარმოადგენს დიდ საზღვაო ნავსადგურსა და თევზჭერის ცენტრს. განვითარებულია მრეწველობა, ძირითადად მუშავდება საიმპორტო ნედლეული. გაბატონებულია მშრალი, ტროპიკული კლიმატი.
პირველი დასახლება გაჩნდა 1555 წელს. სანაპირო დასახლება XVIII საუკუნეში გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქად. ინგლისელი, ჰოლანდიელი და ფრანგი მეკობრეების შემოსევის დროს ლა-გუაირა გარდაიქმნა ციხე-სიმაგრედ. XVIII საუკუნეში ქალაქთან გაიმართა ბრძოლა, 1812 წელს მის მიდამოებში შედგა საზღვაო ბრძოლა.
დღეისათვის ლა-გუაირა მნიშვნელობით ქვეყნის მეორე პორტია პუერტო-კაბელიოს შემდეგ.
ქალაქ ლა-გუაირას ჰყავს საკუთარი პროფესიონალური ბეისბოლის გუნდი, რომელიც ასპარეზობს ვენესუელის ბეისბოლის ლიგაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.