From Wikipedia, the free encyclopedia
ლებომბოს მთები (პორტ. Montes Libombos) — ვიწრო მთების ჯაჭვი, სიგრძით 800 კმ, გადაჭიმული კვაზულუ-ნატალის პროვინციის ქალაქ ჰლუჰლუვედან სამხრეთში ლიმპოპოს პროვინციის ქალაქ პუნდა-მარიამდე ჩრდილოეთში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მთების ჯაჭვის ზოგიერთი მონაკვეთი მდებარეობს არა მარტო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არამედ მოზამბიკში და ესვატინში.
ლებომბოს მთები | |
---|---|
ლებომბოს ერთ-ერთი მთა | |
კოორდინატები: 26°15′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოზამბიკი ესვატინი |
უმაღლესი წერტილი | მანანგის მთა |
სიმაღლე | 776 მ |
სიგრძე | 800 კმ |
სიგანე | 100 კმ |
მთების ჯაჭვი შედარებით დაბალი სიმაღლისაა — 450 მეტრიდან 800 მეტრამდე. ყველაზე უფრო მაღალი პიკია — მანანგის მთა 776 მეტრი სიმაღლით. ლონგვეს მთა — სიმაღლით 480 მეტრი ლებომბოს ქედის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია მდინარე ლეტაბას ჩრდილოეთით[1].
ამ მთებს უკავიათ ესვატინში ლუბომბოს ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ რაიონში მდებარეობენ ქალაქები: სიტეკი (ესვატინი) — მთების ჯაჭვის ცენტრში, ლუბჰუკუ — დასავლეთში, მაიალუკა და ბიგ-ბენდი სამხრეთში; მდინარე მაპუტუ მიედინება მთის ქედის სამხრეთი ნაწილის გვერდით. ჩრდილოეთით მდებარეობენ ქალაქები: სიმუნიე (ესვატინი), ტამბანკულუ და ნამააჰა (მოზამბიკი), ასევე მლავულას ნაკრძალი და მდინარე მბულუზი.
ზოგი მდინარე, მათ შორის კომატი, პონგოლა, მკუზე და ლუსუტფუ, კვეთავენ მთებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ.
ქედის დასახელება წარმოშობილია ზულუს ენის სიტყვისგან ubombo, რომელიც ნიშნავს «დიდ ცხვირს».
გეოლოგიური თვალსაზრისით მთების ჯაჭვი მონოკლინურია, რიფტული ვულკანური ველის ნაწილი[2]. ლებომბოს მონოკლინი გადაჭიმულია ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და ეშვება აღმოსავლეთისკენ. ის შედგება იურული პერიოდის ეფუზიური ქანების თანმიმდევრობისაგან, როგორც ბაზალტური, ასევე ლიპარიტული ლავებისაგან და ტუფებისაგან. თანმიმდევრობა მნიშვნელოვანწილად განლაგებულია კარუს ჰორიზონტალურ სუპერჯგუფში, რომელიც შედგება დანალექი ქანებისაგან, დასავლეთით კალაჰარის ფილაქანისაგან, ხოლო აღმოსავლეთით გადაკრულია დანალექი ქანებით, რომელთა ასაკია ცარცული პერიოდიდან უფრო თანამედროვემდე. მყარი ლიპარიტების და ეროზირებული ბაზალტების მონაცვლეობამ მოიტანა კუესტას პარალელური ციცაბო ქედების ჯგუფის გაჩენა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია სავანური ვაკით[3].
ლებომბოს მთების გამოქვაბულებში აღმოჩენილი იქნა ქვის საშუალო საუკუნეების დასახლების კვალი[4]. ამ მთის ჯაჭვის რაიონში 1840 წელს მოკლული იქნა ზულუსების ბელადი დინგაანი. 1986 წლის 19 ოქტომბერს მოზამბიკის პრეზიდენტის სამორა მაშელის თვითმფრინავმა ლებომბოში განიცადა კატასტროფა დაუდგენელ ვითარებაში, როდესაც ის უკან მოფრინავდა ლუსაკის მოლაპარაკებებიდან, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან განიხილებოდა აპარტეიდის საკითხები. სამორა მაშელი დაიღუპა 34 სხვა მგზავრთან ერთად. 1999 წლის 19 იანვარს მბუზინისთან ახლოს საზეიმოდ გაიხსნა მოზამბიკელი არქიტექტორის ჟო ფორაშის ნამუშევრის მონუმენტი ამ ავიაკატასტროფის ხსოვნის პატივსაცემად[5].
მთის ჯაჭვის ნაწილი მდებარეობს კრიუგერის და პჰონგოლოს ეროვნული პარკების ტერიტორიებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.